საზღვრების კონტროლო მკაცრდება - უკონტროლო პერიმეტრებსა და ე.წ. მწვანე ზოლებზე ვიდეოკამერები დამონტაჟდება

საზღვრების კონტროლო მკაცრდება - უკონტროლო პერიმეტრებსა და ე.წ. მწვანე ზოლებზე ვიდეოკამერები დამონტაჟდება

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს საზღვრებზე არსებული უკონტროლო პერიმეტრების გასაკონტროლებლად სხვადასხვა ღონისძიების გატარებას გეგმავს, მათ შორის ე.წ. მწვანე ზოლზე სათვალთვალო კამერები დამონტაჟდება. საზღვრის დაცვის მიმართულებით დაგეგმილ რეფორმებზე „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ისაუბრა. 

მინისტრის მოადგილის თქმით, საზღვრის მიმართულებით შსს-ს უმთავრესი პრიორიტეტი ტექნოლოგიების განვითარებაა. გარდა ამისა, როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, მოხდება ადამიანური რესურსების გაძლიერებაც. 

„ჩვენ მოვახდინეთ საკითხების იდენტიფიცირება და განვსაზღვრეთ პრიორიტეტები, რა მიმართულებით უნდა წავსულიყავით, იმისთვის, რომ ამ მიმართულებით მდგომარეობა გაგვეუმჯობესებინა. პირველი - ეს არის ტექნოლოგიების განვითარება და გაძლიერება. მეორე - ეს არის თანამშრომლების გადამზადება ძალიან ბევრი მიმართულებით. მესამე - ეს არის ადამიანური რესურსების გაძლიერება. საზღვარს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს და ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს. მეოთხე მიმართულებაა, რასაც ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ, ანალიტიკური საქმიანობის გაძლიერება და საზღვრის ინტეგრირებული მართვა, ანუ გარკვეული ბაზების შექმნა, რომლებიც ერთმანეთთან იქნება დაკავშირებული და საზღვრის მართვა გაცილებით უფრო ეფექტურად მოხდება. თუმცა ნომერ პირველი პრიორიტეტი არის ტექნოლოგიები, ტექნოლოგიები და ტექნოლოგიები, რაშიც ჩვენი უცხოელი პარტნიორები გვეხმარებიან და ამ მიმართულებით მუშაობა ძალიან ინტენსიურადაა დაწყებული“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, ტექნოლოგიური გაძლიერება უკონტროლო საზღვრებისა და ე.წ. მწვანე ზოლების გაკონტროლებას შეუწყობს ხელს. 

„იქ სადაც არაა საკმარისი, დამონტაჟდება გაცილებით უფრო მეტი კამერები. ასევე მოხდება სხვა მხრივ ტექნოლოგიური გაძლიერება, რაშიც ჩვენი უცხოელი პარტნიორები გვეხმარებიან“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. 

შს მინისტრის მოადგილესთან ინტერვიუს სრულ ვერსიას „ინტერპრესნიუსი“ რამდენიმე საათში შემოგთავაზებთ. 

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები