"რადიო თავისუფლება" - არჩილ ტატუნაშვილს და მასთან ერთად დაკავებულებს ახალგორის მილიციის უფროსთან პრობლემები ჰქონდათ

"რადიო თავისუფლება" - არჩილ ტატუნაშვილს და მასთან ერთად დაკავებულებს ახალგორის მილიციის უფროსთან პრობლემები ჰქონდათ

„რადიო თავისუფლების“ ქართული რედაქციის კორესპონდენტის, გოგა აფციაურის ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილს და მასთან ერთად დაკავებულ ორ პირს ახალგორის მილიციის უფროს ალექსანდრე ჯიოევთან პრობლემები ჰქონდათ.

„ჩემი წყაროების ინფორმაციით, 3 დაკავებულ პირს პრობლემები ალექსანდრე ჯიოევთან ჰქონდათ. მასსა და საქართველოს სამ მოქალაქეს შორის, რომლებიც დღეში რამდენჯერმე კვეთდნენ საკონტროლო პუნქტს, უცენზურო გამონათქვამების გამოყენებით შელაპარაკება მოხდა. მეორე დღეს ისინი დააკავეს და ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარების საბაბით ახალგორის იზოლატორში მოათავსეს, ტატუნაშვილი კი ცხინვალში გადაიყვანეს“, - წერს „რადიო თავისუფლების“ ქართული რედაქციის კორესპონდენტი გოგა აფციაური.

22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოსური მედიის ინფორმაციით კი, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?