ვინ მოკლა "დათო პანკისკი" - თურქეთის პოლიციამ ქართველი "კანონიერი ქურდის" მკვლელობა გახსნა

ვინ მოკლა "დათო პანკისკი" - თურქეთის პოლიციამ ქართველი "კანონიერი ქურდის" მკვლელობა გახსნა

თურქეთის პოლიციამ ქართველი „კანონიერი ქურდის“ დავით ალხანაშვილის („დათო პანკისკი“) მკვლელობა გახსნა. მკვლელობა, რომელიც 2017 წლის 22 დეკემბერს მოხდა, „კანონიერი ქურდის“ ზაქარია კალაშოვის („შაქრო მალადოი“) ბრძანებით „კანონიერმა ქურდმა“ ანდრანიკ სოღოიანმა („ზაპ ლენინაკანსკი“) მოაწყო. 

როგორც რუსულ გამოცემა Life-ს რუსეთის სპეცსამსახურებში საკუთარმა წყარომ განუცხადა, თურქეთის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ ალხანაშვილი მოკლა ქილერმა, რომელიც კალაშოვის ახლო გარემოცვის წევრმა სოღოიანმა თურქეთში რუსეთიდან ჩაიყვანა.

„კალაშოვმა სთხოვა სოღოიანს რამდენიმე ქილერთან ერთად სტამბოლში ჩასულიყო. სოღოიანი ალხანაშვილის კვალზე გავიდა და ქილერებს მისი მკვლელობის ბრძანება მისცა. 2017 წლის 22 დეკემბერს სოღოიანმა ალხანაშვილი სტამბოლის ერთ-ერთ რესტორანში დაინახა და ქუჩაში გამოსაყვანად მას ტელეფონით დაურეკა და შეხვედრა სთხოვა. როდესაც ალხანაშვილი რესტორნიდან გამოვიდა და რამდენიმე ასეული მეტრი გაიარა, გაისმა გასროლის ხმა. უცნობმა პირმა ალხანაშვილს რამდენიმეჯერ ესროლა და მიიმალა“, - აცხადებს Life-ის წყარო.

მისივე ინფორმაციით, ამის შემდეგ სოღოიანმა და მისმა ხელქვეითებმა თურქეთის ტერიტორია დატოვეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ