რობაქიძის საქმეზე ბრალდებულ ზურაბ ბაქრაძეს საქართველოში ჩამოსვლისთანავე დააკავებენ

რობაქიძის საქმეზე ბრალდებულ ზურაბ ბაქრაძეს საქართველოში ჩამოსვლისთანავე დააკავებენ

ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე ბრალდებულს, კრიმინალური პოლიციის ყოფილ უფროს ზაზა (ზურაბ) ბაქრაძეს საქართველოში ჩამოსვლისთანავე დააკავებენ. მისი დაკავება აეროპორტშივე მოხდება, ვინაიდან მას რობაქიძის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

შეგახსენებთ, რომ „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ბაქრაძე, რომელიც ამ დრომდე მიმალვაში იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოდის.

როგორც სააგენტოს ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, ზურაბ ბაქრაძე უკვე თვითმფრინავში იმყოფება და თბილისში რამდენიმე საათში იქნება.

ბაქრაძე რობაქიძის საქმეზე გამოძიებისთვის ჩვენების მიცემას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ზაზა (ზურაბ) ბაქრაძემ რამდენიმე კვირის წინ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის თემაში“ რობაქიძის საქმეზე მისთვის წარდგენილი ბრალი აღიარა და საქმის გაყალბების დეტალებზე ისაუბრა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ