ბრიტანელმა ენდრიუ უორინგმა ცოლი თოვლში, ქუჩაში ამშობიარა. BBC-ს ინფორმაციით, წყვილი სამშობიაროში მიდიოდა, თუმცა პროცესი ბევრად ადრე დაიწყო და ენდრიუ იძულებული გახდა, მშობიარობა თავად მიეღო.
უორინგის თქმით, ეს მათთვის მესამე ბავშვია, ის წინა ორ მშობიარობას ესწრებოდა და სცადა გაეხსენებინა ყველაფერი, რაც მშობიარობის დროს ჰქონდა ნანახი.
პატარა სიენა და მისი დედა თავს "თბილად და ბედნიერად გრძნობდნენ", როდესაც სასწრაფო დახმარების მანქანა მათთან მივიდა.
"ამინდი ძალიან ცუდი იყო, ძლივს შევძელი, მანქანა გამეჩერებინა და სამაშველო სამსახურში დამერეკა, როდესაც ბავშვი უკვე გამოჩნდა. გავაღე უკანა კარი, დავდექი მუხლებზე და სიენას დაბადებაში დავეხმარე," - ჰყვება ენდრიუ.
ექიმების თქმით, მშობლებმა პატარა სიენას გაჩენას თავი არაჩვეულებრივად გაართვეს.