რა ბედი ელის "ქალაქის გულის" დამწვარ ნაწილს - სავაჭრო ცენტრის დირექტორის მოადგილე კომენტარს აკეთებს

რა ბედი ელის "ქალაქის გულის" დამწვარ ნაწილს - სავაჭრო ცენტრის დირექტორის მოადგილე კომენტარს აკეთებს

მას შემდეგ, რაც ნებართვა გვექნება, დავიწყებთ შენობის დამწვარი ნაწილის დემონტაჟს და შემდეგ აღდგენას, - ამის შესახებ სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულის“ დირექტორის მოადგილემ ალექსანდრე იაშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციას კონტაქტი აქვს ასევე უცხოელ პარტნიორებთან, რომლებიც დახმარებისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ.

„კონტაქტი გვაქვს უცხოელ პარტნიორებთან. ისინი მზად არიან ითანამშრომლონ ჩვენთან. მას შემდეგ, რაც ექსპერტიზის დასკვნა იქნება ცნობილი, ასევე გვექნება ნებართვა, დავიწყებთ შენობის დამწვარი ნაწილის დემონტაჟს და შემდეგ აღდგენას.უნდა დაიშალოს ზედა ნაწილი და თავიდან გაკეთდეს სახურავი. მანამდე კი საჭიროა ტერიტორიის დასუფთავება. ჩვენ ამ ყველაფრისთვის გვინდა ნებართვა. ასევე ექსპერტიზის პასუხებს ველოდებით, რათა შესვლა იყოს უსაფრთხო. აღდგენის შემდეგ დასაქმებულებს მიეცემათ საშუალება განაახლონ მუშაობა“, - განაცხადა ალექსანდრე იაშვილმა.

ხანძარი სავაჭრო ცეტრ ”ქალაქის გულში” 27 თებერვალს გაჩნდა, რის შედეგად 3000 კვ.მ-ზე მეტი ფართი დაიწვა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."