80-იანი წლების საქართველო გერმანელი ფოტოგრაფის ობიექტივში

80-იანი წლების საქართველო გერმანელი ფოტოგრაფის ობიექტივში

გერმანელმა ფოტოგრაფმა კრისტიან ბორხერტმა 1980 წელს საქართველოში იმოგზაურა. ფოტოგრაფმა კარიერა 60-იანი წლების ბოლოს დაიწყო და ძირითადად ბერლინურ გამოცემებთან თანამშრომლობდა. 80-იან წლებში ის პორტრეტებმა გაიტაცა. ეს ეტყობა კიდეც მის საქართველოში გადაღებულ ფოტოებს - კადრებში საქართველოს დიდი ქალაქების - თბილისის, ბათუმის, სოხუმის და ქუთაისის იმჟამინდელი ყოფაა ასახული, ასევე პერსონები, საინტერესო ადამიანები, რომლებიც ბორხერტმა მოგზაურობის დროს ფირზე აღბეჭდა.

ამ საინტერესო შავ-თეთრ ფოტოებს ინტერნეტსაზოგადოებას ფეისბუქზე ზურაბ მეძველია უზიარებს. მისი ინფორმაციით, ძველ გერმანულ არქივებში ძებნისას წააწყდა აღნიშნულ ფოტოებს. ბორხერტის საქართველოში 1980 წლის აპრილ-მაისში იმყოფებოდა და ეს ფოტოები სწორედ ამ პერიოდს მიეკუთვნება.

თბილისის ხედი საბაგიროდან

ლენინის 110 წლის იუბილისადმი მიძღვნილი პლაკატი "იმელის" შენობაზე

სატელეფონო ჯიხური რუსთაველზე, თბილისი

გოგონები რუსთაველის გამზირზე მშრომელთა დღეს, თბილისი

წყნეთის ქუჩა, თბილისი

შაბათობა სოხუმში

სამკერვალო, ქუთაისი

საბავშვო ბაღი ბათუმში

მუმია, რომელიც ქურუმის ეგონათ, ორსული ქალის აღმოჩნდა  - უჩვეულო შემთხვევა და მისტიკური ლედის იდუმალებით მოცული ამბავი

რაჭის მიწისძვრიდან 30 წელი გავიდა - პატარა სოფლის გაუჩინარების ამბავი

"პასკას თავი რომ არ გაუსკდეს.." - რა მეთოდებს იყენებენ ქართველი დიასახლისები