"ბიბლუსში" წიგნებზე, საგაზაფხულო,-50%-მდე ფასდაკლება დაიწყო!

"ბიბლუსში"  წიგნებზე, საგაზაფხულო,-50%-მდე ფასდაკლება დაიწყო!

წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" გაზაფხულის დაწყებას მომხმარებელს თემატური - 50%-მდე ფასდაკლებით ულოცავს.

სპეციალურად ქალთა დღეებისთვის, 3 მარტიდან 8 მარტის ჩათვლით, ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში 100 წიგნზე 50%-მდე ფასდაკლება გავრცელდება. აქციაში შესული წიგნები თემატურია და ძირითადად ეხება ქალებისთვის აქტუალურ თემებს, ამასთანავე წიგნების დიდი ნაწილი სწორედ ქალი ავტორების მიერ არის შექმნილი.

როგორც "ბიბლუსში" განგვიმარტეს, აქციის მიზანია არამარტო ის, რომ კონკრეტული წიგნები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს მკითხველისთვის, არამედ ის, რომ დედის დღესა და ქალთა საერთაშორისო დღისთვის საჩუქრების შეძენის მსურველებს არჩევანი გაუმარტივდეთ, რადგან წიგნი, ნამდვილად უნივერსალური საჩუქარია.

აქციის ფარგლებში 50%-მდე ფასდაკლებით შეიძენთ ისეთ წიგნებს, როგორიცაა თურქი მწერლის, ელიფ შაფაქის ბესტსელერი "ევას სამი ქალიშვილი", ჰოლა ჰოკინსის მსოფლიო ბესტსელერი "გოგონა მატარებელში", ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი წიგნი, მიხეილ ბულგაკოვის "ოსტატი და მარგარიტა" და სხვა.

წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" უკვე 10 წელია, რაც ქართველი მკითხველისთვის ლიტერატურის არჩევანის გაფართოებაზე ზრუნავს და ის უკვე 57 ფილიალს აერთიანებს საქართველოს მასშტაბით. კომპანიის მთავარ მიზანია სწორედ წიგნი გახადოს ხელმისაწვდომი საქართველოს ყველა კუთხეში და კიდევ უფრო მეტად შეაყვაროს ადამიანებს კითხვა.

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა