შსს: სვეტიცხოვლის ტაძართან დაჭრის ფაქტზე ბრალდებულის გამოკითხვა მიმდინარეობს

შსს: სვეტიცხოვლის ტაძართან დაჭრის ფაქტზე ბრალდებულის გამოკითხვა მიმდინარეობს

სვეტიცხოვლის ტაძრის შესასვლელში 52 წლის მამაკაცს ყელის არეში დანით ჭრილობა მიაყენეს, სამართალდამცველებმა დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირის იდენტიფიცირება მომხდარიდან მალევე შესძლეს და იგი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს -ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირის გამოკითხვა მიმდინარეობს.

„მცხეთაში, ერთ-ერთმა მოქალაქემ სვეტიცხოვლის ტაძრის შესასვლელში 1966 წელს დაბადებულ გ. თ.-ს ყელის არეში დანით ჭრილობა მიაყენა. სამართალდამცველებმა დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირის იდენტიფიცირება მომხდარიდან მალევე შეძლეს და იგი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის მისი გამოკითხვა მიმდინარეობს. დანაშაულის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით იქნა ამოღებული. მომხდარ ფაქტზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს, სსკ-ს117-ე მუხლით. ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ შსს-ში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ