მეგან მარკლი ქორწილამდე რელიგიას შეიცვლის - ნათლობა მარტში გაიმართება

მეგან მარკლი ქორწილამდე რელიგიას შეიცვლის - ნათლობა მარტში გაიმართება

პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი 19 მაისს გაიმართება, მანამდე კი, მსახიობმა გადაწყვიტა, ანგლიკანური ეკლესიის წევრი გახდეს. Hellomagazine-ის ინფორმაციით, მეგანის ნათლობა მარტში შედგება. მარკლის ნათლობის ცერემონიალს არქიეპისკოპოსი ჯასტინ ველბი შეასრულებს და მას მეგანის მშობლებიც დაესწრებიან.

იმის მიუხედავად, რომ მსახიობს პრინცზე დაქორწინება რელიგიის შეცვლის გარეშეც შეუძლია, მეგანმა გადაწყვიტა, დედოფლის პატივსაცემად ანგლიკანური წესით მოინათლოს.

მარკლმა დედოფლის შესახებ ნიშნობის შემდეგ პირველივე ტელეინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღფრთოვანებულია მისი როლით, როგორც დედოფლის, ანგლიკანური ეკლესიის ხელმძღვანელის და უბრალოდ - ბებიის.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ