"გერმანიის გადაწყვეტილებით, თავშესაფრის მაძიებელთა საქმეების განხილვის პროცედურები შემცირდება"

"გერმანიის გადაწყვეტილებით, თავშესაფრის მაძიებელთა საქმეების განხილვის პროცედურები შემცირდება"

8 მარტს ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების შს მინისტრების შეხვედრაზე გერმანია უვიზო რეჟიმის დამრღვევი საქართველოს მოქალაქეების საკითხს დააყენებს. ამის შესახებ „ტვიტერის“ საკუთარ მიკრობლოგში „რადიო თავისუფლების“ კორესპონდენტი ბრიუსელში რიკარდ იოზვიაკი წერს.

„ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც 8 მარტს ბრიუსელში გაიმართება, გერმანია უვიზო რეჟიმის დამრღვევი საქართველოს მოქალაქეების საკითხს დააყენებს. შეჩერების მექანიზმზე გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება. 8-10 მარტს, ბრიუსელში ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტს მოუსმენენ იმ ძალისხმევების თაობაზე, რომლებსაც საქართველო ამ მიმართულებით ახორციელებს“, - წერს იოზვიაკი.

თავშესაფრის მაძიებელთა თითქმის 100%-ს ეძლევა უარყოფითი დასკვნა და ფაქტობრივად თავშესაფრის მომთხოვნი ყველა ადამიანი გამოიგზავნება უკან საქართველოში, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო გერმანული მხარის მიერ მიჩნეულია დე ფაქტოდ, როგორც უსაფრთხო ქვეყანა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მახარობლიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო განაგრძობს აქტიურ თანამშრომლობას ევროპელ კოლეგებთან და პარტნიორებთან ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის საკითხზე. მინისტრის მოადგილის განცხადებით გერმანიის შს ფედერალური სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრის ფარგლებში განიხილეს აღნიშნული მიმართულებით კიდევ უფრო ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის საკითხები.

„გერმანულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ის ფაქტი, რომ თავშესაფრის მაძიებელთა თითქმის 100%-ს ეძლევა უარყოფითი დასკვნა და ფაქტიურად თავშესაფრის მომთხოვნი ყველა ადამიანი გამოიგზავნება უკან საქართველოში, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო გერმანული მხარის მიერ მიჩნეულია, დე ფაქტოდ, როგორც უსაფრთხო ქვეყანა. შეხვედრაზე აღინიშნა ის მნიშვნელოვანი მომენტიც, რომ გერმანულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თავშესაფრის მაძიებელთა განხილვის პროცედურები იქნება საგრძნობლად შემცირებული“, - განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

გერმანიის დელეგაცია საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები უმაღლესი თანამდებობების პირებთან.

"დღეს დღის წესრიგში არ დგას შეჩერების მექანიზმის ამოქმედება, თუმცა ჩვენ ძალიან ყურდღებით ვაკვირდებით პროცესს ჩვენს გერმანელ და სხვა ევროპელ პარტნიორებთან ერთად და ვდგამთ შესაბამის ნაბიჯებს", - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით ზალკალიანი.

მისივე განცხადებით, ის ფაქტი, რომ გერმანია ამცირებს თავშესაფრის მაძიებელთა თხოვნის განხილვის პერიოდს, არის პრევენციისკენ გადადგმული ნაბიჯი.

"ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა ჩვენს გერმანელ პარტნიორებთან როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებში. ბუნებრივია, ჩვენ ძალიან ახლოს მიგვაქვს ის წუხილი, რომელიც ჩვენს გერმანელ პარტნიორებს აქვთ. გუშინდელი შეხვედრა ემსახურებოდა პრევენციული მექანიზმების შემუშავებას. დღეს დღის წესრიგში არ დგას შეჩერების მექანიზმის ამოქმედება, თუმცა ძალიან ყურდღებით ვაკვირდებით პროცესს ჩვენს გერმანელ და სხვა ევროპელ პარტნიორებთან ერთად და ვდგამთ შესაბამის ნაბიჯებს. თავად ის ფაქტი, რომ გუშინ გერმანელების მხრიდან გაცხადებული იყო, რომ საქართველო განიხილება უსაფრთხო ქვეყნად და რომ მნიშვნელოვნად შემცირდება თავშესაფრის მაძიებელთა თხოვნის განხილვის პერიოდი, არის სწორედ გადაგმული ნაბიჯი იქითკენ, რომ მოხდეს შემდგომი პრევენცია", - განაცხადა ზალკალიანმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები