ავტორი:

"ექიმებთან აღარც მივლია, ვინც ვერ მშველიდა, რისთვის ვდევდი" - ხელოვანი, რომელმაც საყვარელი საქმის დახმარებით კიბო დაამარცხა

"ექიმებთან აღარც მივლია, ვინც ვერ მშველიდა, რისთვის ვდევდი" - ხელოვანი, რომელმაც საყვარელი საქმის დახმარებით კიბო დაამარცხა

აფხაზეთის ომში მოხალისედ წავედი და იქ ერთხელ ძალიან შემცივდა. ნახევარი ლიტრი არაყი დავლიე და მაინც ვერ გავთბი. იქედან წამოვიდა ჩემი ავადმყოფობა.

"ფილმი "არაჩვეულებრივი გამოფენა" ხომ გახსოვთ? - დღეს მისი მთავარი გმირის როლში ვარ", - გვეუბნება დავით ბუჩუკური. მან ოცი წლის წინ მდინარის ნაპირზე კენჭების შეგროვება დაიწყო და თავის გატაცება ხელოვნების უმაღლეს დონეზე აიყვანა.

- ჩემმა მეგობარმა ახმეტაში სტუმრად იტალიელი ჩამოიყვანა. გვიანობამდე ვქეიფობდით მეგობართან, შემდეგ ამ კაცს ხელი ჩავკიდეთ და ჩემთან სახლში წამოვიყვანეთ. ენა არცერთმა ვიცოდით და ორiვე მხრიდან "პოდრუჩკით" მოგვყავდა ეს კაცი სოფლის ბნელ გზაზე. სტუმარი ხმას არ იღებდა, გაჩუმებული მოგვყვებოდა. ჩემთან სახლში რომ შემოვედით და შუქი ავანთე, უცებ გაოგნებულმა ბოლო ხმაზე იყვირა - "მამამია". გაფართოებული თვალებით იხედებოდა აქეთ-იქეთ. იტალიელი შენი შემოქმედებით გააკვირვო, ამაზე სასიხარულო არაფერია. ღვინოც დავალევინეთ და ეს კაცი თურმე ერთი კვირა ამბობდა, ისევ დათოს სახლში წამიყვანეთო.

- როდის დაიწყეთ ქვებისგან უამრავი რამის შექმნა?

- 1998 წელს! ცუდად ვიყავი და ვერ ვიგებდი გამოსავალი რაში მეპოვნა. ექიმები ვერ მშველოდნენ. კიბო მქონდა, პროსტატის ჯირკვალი უნდა ამოეკვეთათ. ეს, მოგეხსენებათ, მამაკაცისთვის მეორე გულია. ბავშვობიდანვე ბიოლოგიას ძალიან კარგად ვსწავლობდი, საგანს მაღალ დონეზე ვფლობდი და კარგად ვაცნობიერებდი, რა პრობლემასთან მქონდა საქმე. გამომწვევი მიზეზი კი ის გახდა, რომ აფხაზეთის ომში მოხალისედ წავედი და იქ ერთხელ ძალიან შემცივდა. ნახევარი ლიტრი არაყი დავლიე და მაინც ვერ გავთბი. იქედან წამოვიდა ჩემი ავადმყოფობა და ექიმთან რომ მივედი, ცდილობდა ჩემთვის დაემალა, თუ რა უიმედო მდგომარეობა იყო. ბოლოს გამომიტყდა, ამას ვერსად ვერ შველიან, მთელი ცხოვრება ნემსები უნდა იკეთო, ან ოპერაციაა გამოსავალიო. ვუთხარი, რომ მერჩივნა ამ ავადმყოფობით მოვმკვდარიყავი, ვიდრე მთელი ცხოვრება ცოცხალ-მკვდარი ვყოფლიყავი. 24 წლის ვიყავი და სიჭაბუკის წლები, ფაქტობრივად, არ მქონია. არეული ცხოვრება იყო, ძალიან გაჭირვებული წლები და ზედ უმძიმესი ავადმყოფობა დართული.

- ამ დროს დაიწყო კენჭებით თქვენი შემოქმედება?

- დიახ... ბავშვები ალაზანზე წავიყვანე საბანაოდ, როდესაც წყალში ჩავიდნენ, შევეცადე მდინარის ნაპირზე გამესეირნა და ცოტა გული გადამეყოლებინა. ერთი ლამაზი კენჭი შემხვდა, ავიღე, თან ვათვალიერებდი და თან გზას ვაგრძელებდი. ადამიანი, რომელიც მძიმე სენით არის ავად, სილამაზეს ვეღარ ამჩნევს. შავ-თეთრ ფერებში ვხედავდი ყველაფერს. უარყოფითი ენერგია გონებას ფარავდა და გამიკვირდა, რატომ მეჩვენა კენჭი ისე ლამაზი. მივხვდი, რომ ჩემს ცხოვრებაში ახალი სამყარო გადაიშალა. დავიწყე კენჭების შეგროვება და თავდაპირველად იატაკზე ვშლიდი, ერთმანეთთან მივაწყობდი, როგორც მოზაიკას და მერე ისევ გვერდზე ვინახავდი. სახლი მოსაწყობი მქონდა და არანაირი სახსრები არ გამაჩნდა. ქვებით ერთი კუთხის ამოშენება დავიწყე და რომ შევხედე დასრულებულს, შიშმა შემიპყრო, იმდენად ლამაზი მეჩვენა. როგორც კულისები გაიწევს და სცენა გამოჩნდება, ისე გადავიხედე ამ თემაში. დაახლოებით ერთი თვე ვეღარ ვეკარებოდი ჩემს საყვარელ კენჭებს.

- თქვენს ირგვლივ როგორ შეხვდნენ ამ სიახლეს?

- ადამიანს რომ ცოლ-შვილი მშიერი ჰყავს და ის მდინარის ნაპირზე კენჭების შესაგროვებლად გარბის, სხვის თვალში მთლად ნორმალური ვერ გამოჩნდება. დაახლოებით ხუთი წელი საშინელ წნეხში გავატარე, სანამ გამოჩნდებოდა რას ვაკეთებდი... ვერ გამეგო, რა საიდან დამეწყო და ბოლოს ერთმა მეგობარმა მირჩია, ყველაფერი შენი სახლიდან დაიწყეო. კანაფის მეშოკის პატარა ჩანთა გავაკეთე და ამ ჩანთით ვეზიდებოდი კენჭებს სახლში. ბედნიერი ვიყავი სილამაზე რომ აღმოვაჩინე. სილამაზე კურნავს და ვინც ამას ხედავს და აღიქვამს, თავის ჯანმრთელობის მდგომარეობასაც იუმჯობესებს. დღეს უკვე გარდა ჩემი სახლისა, ხელოვნების სკოლაში დგას ჩემი ნამუშევრები. არის მოთხოვნები სხვადასხვა რესტორნებიდან, მაგრამ იქ ხელოვნებას ნაკლებად აქცევენ ყურადღებას და ჩვენი გემოვნება ერთმანეთს ვერ ემთხვევა. ამიტომაც ყველას უარი ვუთხარი.

- დღეს როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

- საუკეთესო! საშინელი დაგნოზი მალევე დავძლიე. იმის შემდეგ ბავშვიც გაგვიჩნდა. მთაში ხშირად ვმოგზაურობ და ყოველდღე მიწევს ბანაობა ყინულივით ცივ წყალში. შიში უნდა დაძლიო - შიშია ავადობა! კენჭებით სხვადასხვა რამეების შექმნა ჩემი ჰობია და ეს არასოდეს დასრულდება! ამოუწურავი ფანტაზიაა ამ სამყაროში! ჩემმა ამ საყვარელმა საქმემ გადამარჩინა! ექიმებთან აღარც მივლია, ვინც ვერ მშველიდა, რისთვის ვდევდი?! აუცილებლად უნდა ვახსენო იოგა, ამით ვარ დაკავებული და დიდი ხნის წინ ვირწმუნე, რაც საქართველოში ჯერ კიდევ არ ჯერათ, რომ ადამიანი შეიძლება წამლის გარეშეც იყოს ჯანმრთელი და ბედნიერი!

"ვიტერბოს უნივერსიტეტის სტუდენტია" - როგორია იტალიაში მყოფი ქართველი გოგონას მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა

11 წესი თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის - რეკომენდაციები დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან

"უნივერსიტეტებს მოვუწოდებ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ონლაინ სწავლებებზე გადავიდეთ" - ამირან გამყრელიძე