ავტორი:

"ვიტერბოს უნივერსიტეტის სტუდენტია" - როგორია იტალიაში მყოფი ქართველი გოგონას მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა

"ვიტერბოს უნივერსიტეტის სტუდენტია" - როგორია იტალიაში მყოფი ქართველი გოგონას მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა

იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, დამაკმაყოფილებელია, ის რომის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი, რომელსაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის დიდი გამოცდილება აქვს.

ამის შესახებ იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩმა ენრიკო ვალვომ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე განაცხადა. ვალვოს თქმით, იტალიის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს პაციენტის დროული გამოჯანმრთელებისთვის.

“ახლახან შევიტყვეთ, რომ ვიტერბოს უნივერსიტეტის ერთ-ერთი ქართველი სტუდენტი, პოზიტიური გამოდგა ტესტზე. სტუდენტი გოგონა რომის პალანცონის საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც არაერთი კორონავირუსით დაავადებული ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. რა თქმა უნდა ამ ამბის შემდეგ უნივერსიტეტი დროებით დაიხურა და იქ სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. დარწმუნებულები ვართ ქართველი სტუდენტი მალე გამოჯანმრთელდება და ვენდობით ჩვენი მედპერსონალის გამოცდილებას”, - აღნიშნა იტალიის ელჩმა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო და იტალიაში საქართველოს საელჩო მუდმივ კავშირზეა, როგორც თავად პაციენტთან, ასევე მის ოჯახის წევრებთან და კლინიკის ხელმძღვანელობასთან.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"