ზლატკო ზახოვიჩი: “ინგლისი ჯგუფში ჩარჩება”

ზლატკო ზახოვიჩი: “ინგლისი ჯგუფში ჩარჩება”

სლოვენიის ეროვნული ნაკრების ისტორიაში “ყველაფერი”, ანუ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი ზლატკო ზახოვიჩი, ორიგინალური ინტერვიუებით გამოირჩევა და ცნობილია, რომ რუსებს მაინცდამაინც არ სწყალობს - ეს, შარშან ნოემბერშიც გამოჩნდა, როცა სლოვენიელებმა რუსეთის ნაკრებს მუნდიალზე გასასვლელ ფლეი ოფში აჯობეს (1:2, 1:0) და მაშინ შეუძახა ჩვენს ჩრდილოელ მეზობლებს: “რაზე ოცნებობდით, თქვენზე გაცილებით კარგად ვიცით ფეხბურთი”. 

ზახოვიჩი ამჯერად რუსულ “სოვეტსკი სპორტთან” ინტერვიუში იქადნება, სლოვენიის ნაკრები ინგლისზე და აშშ-ზე ბევრად ძლიერიაო... მეტიც, ფაბიო კაპელოს გუნდი ჯგუფიდან, ალბათ, ვერ გავაო. 

- ამართლებს ეს მუნდიალი თქვენს მოლოდინს?

- რა თქმა უნდა. ყველა თამაშს ვუყურებ და დიდ სიამოვნებას ვიღებ.

- საკვირველია. გულშემატკივრები ამბობენ, ბევრი ისეთი მატჩია, ბოლომდე ვერ ვუყურებთ – იმდენად მოსაწყენია, რომ გვეძინებაო...

- რა არის ამაში გასაკვირი? ფეხბურთელებზე ბევრი დაწოლაა, პირველი მატჩებია და წაგება არავის უნდა. ამიტომაც ვუყურებთ ჩაკეტილ ფეხბურთს, მაგრამ ეს დროებითია: გაივლის სასტარტო მღელვარება და გუნდები ბევრ გოლს გაიტანენ.

- ფავორიტად გერმანიას ხომ არ მიიჩნევთ?

- არა, საუკეთესო შანსი არგენტინას აქვს.

- სლოვენიის ნაკრებზე ვილაპარაკოთ. კერძოდ, ალჟირთან 1:0 მოგებულ შეხვედრაზე.

- ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა. ისიც მოსალოდნელი იყო, რომ ბევრი საგოლე მომენტი გვექნებოდა და ერთს მაინც გავიტანდით. ასეც მოხდა. ახლა, ჯგუფში პირველ ადგილზე ვართ და ამ საფეხბურზევე დავასრულებთ.

- პროვოკაციული კითხვა: არ გგონიათ, რომ რუსეთი უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა ალჟირს?

- მე რუსეთზე საერთოდ არ ვფიქრობ. მაგრამ რადგან შემეკითხეთ, გიპასუხებთ – რუსეთი ალჟირს ვერ მოუგებდა!

- ვითომ, რატომ?

- იმიტომ, რომ თქვენი ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე არ თამაშობს და ალჟირს ვერანაირად ვერ შეხვდებოდა. აი, სლოვენიაში კი, მოგებით ყველამ გაიხარა, თუმცა მთავარი მატჩები წინ გვაქვს.

- თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ სლოვენია აშშ-ზე და ინგლისზე ძლიერია?

- რა თქმა უნდა. თანაც, ბევრად ძლიერი!

- და ვინ გავა ჯგუფიდან სლოვენიასთან ერთად?

- ალბათ, ამერიკელები.

- ინგლისი რატომ ვერ გავა?

- ინგლისელების პირველ მატჩს ვუყურე და ვფიქრობ, ვერაა კარგი გუნდი. ინგლისს ხუთი-ექვსი კარგი ფეხბურთელი ჰყავს, ეს კი საკმარისი არაა.

”მსოფლიო სპორტი”

საქართველო XV - ორმატჩიანი სერია ინგლისის საგრაფოებთან იწყება [VIDEO]

"ოლიმპიადის გახსნა ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული იყო ჭადრაკის ისტორიაში" - რას წერენ "ბლექ სი არენაზე" გამართულ ღონისძიებაზე

რომან ფიფია: ტურნირი იმიტომ არ ჩაგვიტარებია, რომ აუცილებლად ჩვენ მოგვეგო