გერმანიის შს მინისტრი - საქართველოს ვიზალიბერალიზაციას, შესაძლოა, მართლაც დაემუქროს საფრთხე

გერმანიის შს მინისტრი - საქართველოს ვიზალიბერალიზაციას, შესაძლოა, მართლაც დაემუქროს საფრთხე

ვიზალიბერალიზაციას, შესაძლოა, მართლაც დაემუქროს საფრთხე, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა, სადაც შს მინისტრების დონეზე ევროკავშირის საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

შეხვედრაზე გერმანია საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის წესების დარღვევის საკითხის დაყენებას აპირებს.

„ვაპირებ დავაყენო საკითხი, რომელიც საკმაოდ პრობლემატურია, რადგანაც ვიზალიბერალიზაციას, შესაძლოა, მართლაც დაემუქროს საფრთხე. ევროპამ ყველაფერი უნდა გააკეთოს რომ ეს არ მოხდეს. საჭიროა მასშტაბური ჩარევა. კონკრეტული თარიღები უნდა დასახელდეს, რომ თავშესაფრის მსურველებს დროული პასუხები ჰქონდეთ“, - განაცხადა გერმანიის შს მინისტრმა.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის კომენტარის ქართულ თარგმანს ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები