ტრანსგენდერი ქალების და მათი მოწინააღმდეგების აქციები იუსტიციის სახლთან

ტრანსგენდერი ქალების და მათი მოწინააღმდეგების აქციები იუსტიციის სახლთან

იუსტიციის სახლთან ტრანსგენდერი ქალების უფლებების დასაცავი აქცია - "მე ვარ ქალი - აღიარე !" მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორია ქალთა მოძრაობა.

როგორც ქალთა მოძრაობაში აღნიშნავენ, ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა, რაც საქართველოში ტრანსგენდერ ადამიანებს აწუხებთ, არის პირადობის მოწმობაში სქესის შეცვლის არაჰუმანური პროცედურა.

ისინი მოითხოვენ, იუსტიციის სამინისტრომ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში სქესის შეცვლა უზრუნველყოს ტრანსგენდერი ადამიანის მიერ შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე, რაც გულისხმობს გენდერული დისფორიის დიაგნოზს, მაგრამ არა სქესის კვლავმინიჭების ოპერაციის ცნობას.

აღნიშნული აქციის კონტრაქციას იუსტიციის სახლთან ორგანიზაცია ”ზნეობის” წარმომადგენლებიც მართავენ. სამართალდამცველებმა "ზნეობის" წარმომადგენლების აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორი გურამ ფალავანდიშვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო დააკავეს. ფალავანდიშვილმა ტერიტორიაზე, სადაც ტრანსგენდერი ქალები და რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან შეკრებილები, კვერცხი ისროლა, რასაც სამართალდამცავების მხრიდან რეაგირება მოყვა. მისმა დაკავებამ ორგანიზაცია „ზნეობის“ მომხრეების უკმაყოფილება გამოიწვია.

ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ათეული ეკიპაჟი. სამართალდამცველებს ორი ურთერთსაწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს შორის კორიდორი აქვთ გაკეთებული.

"საბოლოო განაჩენი ჩემს შვილს ერთ-ერთმა ექიმმა გამოუტანა, რომელმაც, როგორც ჩანს, მასზე ცდის ჩატარება გადაწყვიტა" - 7 წლის ნიკოლოზის მშობლები ექიმების წინააღმდეგ

25 დღის ახალშობილი კორონავირუსით გარდაიცვალა - "ოჯახში კონტაქტით გადაედო, სამშობიაროდან გაწერის შემდეგ"

ხინოს ხეობაში დაკარგულ მოქალაქეებს ეძებენ - საძიებო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო