საიდუმლო რიტუალი ლონდონში - მეგან მარკლი მოინათლა

საიდუმლო რიტუალი ლონდონში - მეგან მარკლი მოინათლა

მეგან მარკლი ანგლიკანური ეკლესიის წევრი გახდა - CNN წერს, რომ პრინც ჰარის საცოლე რამდენიმე დღის წინ ლონდონში მოინათლა.

45 წუთიანი რიტუალი არქიეპისკოპოსმა ჯასტინ უელბიმ სამშაბათს შეასრულა.

მეგანის ნათლობასთან დაკავშირებით კენსინგტონის სასახლეს ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ნათლობას სულ რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ ჰარის მამა - პრინცი ჩარლზი და მისი ცოლი, კამილა პარკერი.

უელბის ნათლობის შესახებ თავად მარკლმა სთხოვა.

ცერემონიალის დროს მეგანს თავზე მდინარე იორდანედან ჩატანილი წყალი გადაავლეს.

პრინცზე დაქორწინება მარკლს რელიგიის შეცვლის გარეშეც შეეძლო, თუმცა გადაწყვეტილება მან დედოფლის პატივსაცემად მიიღო. ელისაბედ მეორე ინგლისის ეკლესიის ხელმძღვანელია.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ