თიკა ფაცაცია არაჩვეულებრივ ფორმაშია - ტელეწამყვანი მეუღლესთან ერთად პოზირებს

თიკა ფაცაცია არაჩვეულებრივ ფორმაშია - ტელეწამყვანი მეუღლესთან ერთად პოზირებს

ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია არაჩვეულებრივ ფორმაშია. ამაში ტელემაყურებლები ყოველდღიურად რწმუნდებიან შუადღის ეთერში. 37 წლის მოდელი ძალიან აქტიურია სოციალურ ქსელშიც და ინსტაგრამზე ხშირად ათავსებს მისი ოჯახის წევრების, სამი შვილის ფოტოებს. თუმცა, ამ ფოტოებში თითქმის ვერ შეხვდებით მის მეუღლეს დავით ანთელიძეს.

წყვილი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თითქმის არასდროს ჩნდება. თუმცა, ამჯერად თიკამ თაყვანისმცემლები და მეგობრები ახალი ფოტოებით გაანებივრა, რომელშიც მეუღლესთან ერთადაა გადაღებული. წყვილი ერთად ისრაელში წვეულებაზე იმყოფებოდა.

ფოტოებში თიკა მოკლე შავ კაბაშია, რომელიც მის არაჩვეულებრივ სხეულს კარგად უსვამს ხაზს. ფოტოზე მისი მეუღლის დანახვამ, მოდელის მეგობრებიც გაახარა: "რა ლამაზი ხარ და დათოს დანახვაც გამიხარდა!"; "ლამაზი გოგო, 3 შვილის დედა და საუკეთესო ცოლი"; "ულამაზესი ხარ თიკა, არაჩვეულებრივად გამოიყურები" - წერენ თიკა ფაცაციას მეგობრები კომენტარებში.

"კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე უარის თქმა სერიოზულ გაუნათლებლობაზე მეტყველებს" - ანიტა რაჭველიშვილი

"ვითომ ვინმე უშლის შვილზე ზრუნვას... 237 ლარი დახარჯე და ერთი ამბავი ატეხე" - ნეკა დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილს პასუხობს

ენათმეცნიერი ტარიელ ფუტკარაძე გარდაიცვალა: "მთელი ცხოვრება არ მომასვენებს ის გამოტოვებული ზარი... იქნებ რაღაცას შეცვლიდა ჩემთან საუბარი..." - რას წერს მარინე ბერიძე