ბაღდათის ყოფილ გამგებელს, ნიკოლოზ ჟვანიას თავს დაესხნენ. არსებული ინფორმაციით, მას ხუთი ადამიანი დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა.
დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარი ინციდენტი ბიზნეს დავას უკავშირდება.
როგორც „ინტერპრესნიუს შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.