"ისინი სულ ერთმანეთს კითხულობენ და ტირიან" - მოხუცი ცოლ-ქმარი სხვადასხვა თავშესაფარში გადაიყვანეს

"ისინი სულ ერთმანეთს კითხულობენ და ტირიან" - მოხუცი ცოლ-ქმარი სხვადასხვა თავშესაფარში გადაიყვანეს

92 წლის წყვილი, რომელმაც მთელი ცხოვრება ერთად გაატარა, დააშორეს - ისინი სხვადასხვა თავშესაფარში გადაანაწილეს.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გლაზგოს მცხოვრები ჩარლზ მაკგიგენი და მისი ცოლი, ჯინი, იძულებულები გახდნენ სახლი დაეტოვებინათ და თავშესაფარში გადასულიყვნენ.

ჯინს დემენცია აქვს და საკუთარ თავზე ზრუნვა არ შეუძლია. ცოლ-ქმრის თავშესაფრებს შორის მანძილი თითქმის 5 კილომეტრია.

„ინდეფენდენთს“ ქალაქის საბჭოში განუცხადეს, რომ ყველაფერს აკეთებენ, წყვილი ერთ თავშესაფარში მოათავსონ. ჯინის ქალიშვილი ამბობს, რომ დედა ასეთი სევდიანი არასოდეს უნახავს.

„დედაჩემი მუდმივად ქმარს კითხულობს, ჩემი მამინაცვალი კი განუწყვეტლივ ტირის, რადგან თავშესაფარში ცოლის გარეშეა,“ - ამბობს სანდრა ჯექსონი.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ