ავტორი:

"მთელ ბრიტანეთში იყვნენ იბერიული ტომები, მარტო ირლანდიის კუნძულზე არ ყოფილან" - მკვლევარი სამი იბერიისა და უნიკალური აღმოჩენების შესახებ

"მთელ ბრიტანეთში იყვნენ იბერიული ტომები, მარტო ირლანდიის კუნძულზე არ ყოფილან" - მკვლევარი სამი იბერიისა და უნიკალური აღმოჩენების შესახებ

პროფესიით სამართალმცოდნე - კახაბერ ჭიღლაძე მრავალი წელია კვლევებს აწარმოებს იბერიულ-კავკასიური ტომების განსახლების სფეროში. იგი ბასკეთში ათი წელი ცხოვრობდა და კუნძულ კრეტაზე ორი წელი, გამოსცა სამი წიგნი "იბერიული დნმ, სამყაროს კოდი-ქართული ანბანი", "კავკასიური იოგა" და "საქართველო ცივილიზაციის აკვანი". დღეს სინანულით აღნიშნავს, რომ ქართველ მეცნიერებს ბასკებთან დიდი ხანია კავშირი აქვთ გაწყვეტილი და ამ საკითხს სათანადო ყურადღება არ ექცევა... კახაბერ ჭიღლაძემ უამრავი ინფორმაცია მოიძია და შეკრიბა იბერიელების მნიშვნელობაზე მსოფლიო მასშტაბით, რაც მეცნიერულად დადასტურებული და დასაბუთებულია, ნაწილს ჩვენც გვიზიარებს...

- ორი იბერიის არსებობაზე ბევრი გვსმენია, მაგრამ ფიქსირდება მესამეც!

- უდიდესი მასალა არსებობს ბრიტანეთის იბერიაზე. ამ რუქაზე ირლანდიის კუნძულს H-ჰიბერნია ეწოდება და ვიკიპედიაშიც მოცემულია, რომ ეს არის ივერნიის ლათინიზებული სახელი. კუნძულზე რომ იბერებიც ხოვრობდნენ, არაერთი ფაქტი მოწმობს. ბრიტანეთის ისტორიაში დაფიქსირებულია, რომ ამ კუნძულებზე ჩვენწელთაღიცხვამდე 3000-2400 წლებში დომინირებდნენ იბერიული ტომები. ამ ტერიტორიებზე მათ შეიტანეს მიწათმოქმედება, მესაქონლეობა და ზოგადად ცივილიზაცია. ეს ბრიტანელების მიერაა დაწერილი და მათი ისტორიაა. საქართველოში დღემდე არ არის ამ საკითხზე დიდი ინტერესი.

როდესაც ბასკეთში ჩავედი, საყოველთაოდ ცნობილი მეცნიერი, ბასკი ქართველოლოგი, ბილბაოს უნივერსიტეტის პროფესორი, ბასკური ენის აკადემიის აკადემიკოსი - შავიერ კინტანა გავიცანი. მოგეხსენებათ, მან ვეფხისტყაოსანი თარგმნა, ძალიან კარგად იცის ჩვენი კულტურა და მითხრა, გასული საუკუნის 80-იან წლებამდე ჩვენთან აქტიურად თანამშრომლობდნენ ქართველი მეცნიერები და შემდეგ კავშირი გაწყვიტესო. როგორც ჩანს ზევიდან იყო ბრძანება, სამუშაო შეწყვეტილიყო, რადგან ბევრი რამ არ გამოევლინათ მეცნიერებს. პირიქითაც კი მოხდა: მეცნიერებს იმ მიმართულებით ამუშავებდნენ თითქოს კავკასიის და დასავლეთის იბერები სხვადასხვაა. არადა გენეტიკური კვლევებითაც კი დასტურდება, რომ წარმომავლობა ერთი და იგივეა.

არ ვიცი რატომ არ ექცევა ყურადღება იტალიის - ლიგურიას. სანამ რომაელები ასპარეზზე გამოვიდოდნენ, იქ მოღვაწეობდნენ ეტრუსკები, ანუ იბერიული ტომი. მათ სახელმწიფოს - ლიგურია ერქვა და დედაქალაქი იყო სამდუქანი. სადაც დღეს რომია იქვე მდებარეობდა და იქ მთლიანად იბერიული ცივილიზაცია იყო გავრცელებული.

- თქვენ ათი წელი ბასკეთში ცხოვრობდით... რა აღმოაჩინეთ იქ, რაც ქართველებმა დღემდე არ ვიცით?

- უამრავი რამ, საერთო სიტყვები, ცხოველთა სახელები: ქართულად "გოჭი", მოფერებით "გოჭუნია" და ესპანურად - "გოჭინიო," ქართ "შოშია" ბასკურად - "შოშუა", ქართ. "ბუ" ესპანურად "ბუო", "ბატი" - "პატო" ქართ. - "ღორი" ბერძნულად - "ღორუნი", ქართ. - "კატა" ბასკურად "კატა", ლათინურად - "ღატა", "გატა", "ქეთ", ქართ: ძაღლი, იგივე "ჯოღორი" (მეგრ.) და ბასკურად "ჩაკური", ასევე "ჩიგარუ" ძვ. ეგვიპტურად და "ჯუკარუ" კორსიკაზე. ცხენის სახელიც მთელს ევროპაში იბერიულიდანაა გავრცელებული: "ლაჩუალ" "ასპა", "ქური", "ჰონი", ... და ა.შ. შავიერ კინტანამ მითხრა: "რა თქმა უნდა, თქვენი სახელები ბევრ რამეს ერქმევა, რადგან იბერიელები ჩამოხვედით აქ და ადგილობრივ ტომებს ცოდნა გაუზიარეთო. ამას იქაური მეცნიერები ამბობენ და ქართველმა მეცნიერებმა რატომ შეწყვიტეს მუშაობა, სრულიად გაურკვეველია. უმთავრესი კი ის არის, რომ გრამატიკაც იგივე გვაქვს. მსოფლიოში გავრცელებული გრამატიკებიდან - შუმერული, ქართული და ბასკური იდენტურია.

უდიდესმა გერმანელმა მეცნიერმა - ჰუმბოლტმა კვლევა ჩაატარა ამის თაობაზე და მისი ნაშრომი გამოქვეყნებულია. ასევეა თვლის სისტემაც, ჩვენ და ბასკებს გვაქვს ოცობითი, სხვებს კი ათობითი, სამწუხაროდ დღეს არც ამას ექცევა ყურადღება.

- ჰიბერნიასთან რა საერთო გვაქვს?

- მათი ენა დაკარგულია, ლათინიზირებულია, კვალი არსებობს და ერთ-ერთი ვაინახი მეცნიერი რომ ჩავიდა შოტლანდიაში და იქაურ უნივერსიტეტში ასწავლიდა, გაკვირვებით აღნიშნავდა რომ, საოცარი მსგავსებაა კავკასიურ და შოტლანდიურ ენებს შორის, მისი ნაშრომი "კავკასიის ალბანებიდან შოტლანდიელ ალბანახებამდე" ამის ნათელი მაგალითია, მთელ ბრიტანეთში იყვნენ იბერიული ტომები, მარტო ირლანდიის კუნძულზე არ ყოფილან. ბრიტანეთში, სადაც ახლა სტოუნჰენჯია, ის იბერიელი ქურუმების მიერ გაკეთებული მეგალითებია. მსგავსი მეგალითებია – საფრანგეთშიც, ესპანეთშიც, კორსიკაზეც, საქართველოშიც... ირლანდიის ჰიბერნიაზე უამრავი რამაა გამოსაკვლევი.

უკრაინელ მკვლევარს - ივანცოვს ფილმები აქვს გადაღებული, სადაც აუარებელი მასალაა. იქ იყო იბერიული ტომებიდან - პიქტები, რომლებსაც ტანის მოხატვა ახასიათებდათ. დღეს ჰიბერნიაში შემორჩენილია ტოპონიმები და მათივე ისტორიის წიგნი, სადაც თვითონვე აფიქსირებენ, იბერიელებმა რომ შეიტანეს ცოდნა და ცივილიზაცია. მეღვინეობა ჰიბერნიაში ნაკლებად არის გავრცელებული. ჩრდილოეთის ტომებია და უფრო მეტად ლუდია მიღებული. როგორც ჩვენთან ჩრდილო-კვკასიაში და საქართველოს მთიანეთშიც, ასეა ირლანდიის ამ კუნძულზეც. ბასკეთში კი, რა თქმა უნდა, ღვინოა მეტად გავრცელებული.

ბასკეთი დღეს, მოგეხსენებათ, ორად არის გაყოფილი. სამი პროვინცია საფრანგეთშია და ოთხი პროვინცია ესპანეთში. განთქმული ფრანგული და ესპანური ღვინოების უმეტესობა ბასკეთშია. მე საქართველოში საცხოვრებლად დავბრუნდი, რადგან მსურდა შვილები სამშობლოში, ქართულად გაზრდილიყვნენ. ბასკეთთან დღემდე მაქვს კავშირი.

- თქვენ ასევე ძალიან საინტერესო ინფორმაციას ფლობთ, თუ რამდენად მაღალ დონეზე ფლობდნენ ცოდნას კოსმოსზე უძველლეს საქართველოში...

- მოგეხსენებათ, რომ შუმერები და ქართველები ერთი და იგივე ტომები არიან. შუმერები თავის თავს - სანგიგებს ეძახდნენ, ანუ შავთავიანებს და უძველესი გადმოცემით ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ სანიგები ქართული ტომია, რომლებიც სახლობდენ მცირე აზიაშიც და ესენი არიან სვანები. ქართულად დღესაც სანგ-ზანგ შავს ნიშნავს. შუმერულ-ქართულ პარალელებს აღარ მოვყვები, რადგან ძალიან ბევრია ამაზე გამოქვეყნებული. ერთი და იგივე ტომები იყვნენ. დღეს მსოფლიომ იცის, რომ შუმერებიდან იწყება ისტორია და მათ დაყვეს ვარსკვლავეთი ხომლებად. ეს ქართველი ქურუმების პრეროგატივა იყო და ჩვენთან ყველაფერი დაფარული იყო. შუმერი ჩასახლდა "ოთხი ქარის ქვეყანაში", ანუ შუამდინარეთში , რათა ველური "მართუს" ხალხი გაეადამიანურებინა, რომლებმაც არ იცოდნენ ხორცის შეწვა, მიცვალებულის დამარხვა და ასე შემდეგ... 5604 წ. არის ქართული წელთაღრიცხვა ქრისტემდე. იგივეა შუმერულიც. ბაბილონური უკვე 5500-ით იწყება და 104 წლით ჩამორჩება ჩვენსას.

კოსმოსის მაღალ დონეზე ცოდნა ჩვენთან ხვამლის მთაზეც ფიქსირდება. გამოქვაბულში რომ შევიდნენ კედელზე აღმოჩნდა ვარსკვლავების ზუსტად ისეთი განლაგება, როგორიც ფიქსირდებოდა 5604 წელს ჩვ.წ.აღ-მდე. ანუ იქ ხალხი სახლობდა იმ დროს და ეს ცოდნა ჰქონდათ. ამ ყველაფერზე ფილმიც არის გადაღებული. რაც არის ზევით, ის არის ქვევით!

- ეს უამრავ სწავლებაშიც არის და რელიგიაშიც. მე გადავთარგმნე წიგნი "კავკასიური იოგა", რომელიც არ იყო გავრცელებული საქართველოში და ყურადღება არ ექცეოდა. წიგნის ავტორია - გრაფ ვალევსკი, მკვლევარი, მოგზაური. იგი იოგათი იყო გატაცებული და ტიბეტში უთხრეს, რომ თუ გინდა უმაღლეს ცოდნას მიაღწიო კავკასიაში ჩადიო. 1920 წლიდან ორი წელი კავკასიაში იმყოფებოდა, სვანი და ინგუში განდობილების ნდობა მოიპოვა და მათი ცოდნა ჩაწერა იოგას შესახებ. კავკასიური ოგაში ისეთი სწავლებაა, რომ შეუძლებელია ადამიანმა ის საკუთარი გამოცდილებით დააგროვოს, ეს არის ზებუნებრივი ძალით მინიჭებული, აქ აღწერილია ლევიტაცია, გრავიტაციაზე და სტიქიებზე ზემოქმედება, "მესამე თვალის" გააქტიურება და ა.შ.

უამრავი ფაქტის მოყვანა შეიძლება იბერიულ-კავკასიური მოდგმის მიღწევებზე და უნიკალურობაზე, მაგრამ ჩემი აზრით, მისი გვირგვინია ქართული ასომთავრული ანბანი, რომელიც სამყაროს კოდია და უნივერსალური მატრიცის პრინციპზეა აგებული, როგორც დნმ-ი და კაცობრიობის მიზანი უნდა იყოს, რომ ჩავწვდეთ ამ სიღრმეებს და შევიცნოთ ჩვენი არსებობის არსი.

"ახლა აქ რომ ვინმე მოვიდეს, შარვალი ჩაიხადოს და რაღაც ქნას, მშვიდად ჩაივლის? სიბილწის პროპაგანდა არავის უფლება არ არის" - მეუფეები "თბილისი პრაიდზე"

რამდენ ადამიანს ჩაუტარდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში და როგორია ევროპისა და აშშ-ის მონაცემები

"გელათი თქვენ გამო დაიკეტა, მოუსვენარი ხალხი ხართ..." - მეუფე იოანე ჟურნალისტებს