ავტორი:

"გელათი თქვენ გამო დაიკეტა, მოუსვენარი ხალხი ხართ..." - მეუფე იოანე ჟურნალისტებს

"გელათი თქვენ გამო დაიკეტა, მოუსვენარი ხალხი ხართ..." - მეუფე იოანე ჟურნალისტებს

ჩვენი ინტერესია, სწორი დიაგნოზი დაისვას და სწორი მკურნალობა დაინიშნოს, - ამის შესახებ ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე იოანე გამრეკელმა გელათის ტაძართან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან ტაძრის დაკეტვის თაობაზე დასმულ კითხვაზე აღნიშნა, ტაძარში "იუნესკოს" ექსპერტები მუშაობენ და იქ მედიის ყოფნით ხელი ეშლებათ.

"თქვენ ხომ კარგად იცით, რატომ არის დაკეტილი და რატომ მეკითხებით? ჩემზე კარგად იცით ყველაფერი. "იუნესკოს" ექსპერტები არიან ჩამოსული და თქვენ ხელს უშლით მუშაობაში, ამიტომ დაკეტილია. თქვენს გამო დაიკეტა, მოუსვენარი ხალხი ხართ. მრევლს ლოცვის და წირვის საშუალება აქვს. მრევლი არ ზარალობს ამით. პირიქით, ჩვენი ინტერესია, სწორი დიაგნოზი დაისვას და სწორი მკურნალობა დაინიშნოს. გითხარით თუ "იუნესკოს" ექსპერტები უძლური არიან, თქვენ ვერ უშველით ვერაფერს" , - განაცხადა მეუფე იოანემ.

"ნურავინ ჩვენ ნუ დაგვადანაშაულებს" - მეუფე სტეფანე ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურება

"გაწერის წინ ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, დამაკმაყოფილებელ ვითარებაში გაეწერა" - "ნიუ ჰოსპიტალსის" დირექტორი ლექსო ლაშქარავას შესახებ

"გუშინ მეუბნებოდა, მე რომ მირტყამდნენ, მაგაზე არ ვფიქრობდი, ყველაზე უსუსური კაცი ვიყავი, რომ ვერ გეხმარებოდიო..." - მირანდა ბაღათურია ლექსო ლაშქარავასთან ბოლო საუბარს იხსენებს