"დედები არაჩვეულებრივები ვართ" - ფიტნესმოდელი სხეულზე ორსულობის რეალურ შედეგებს აჩვენებს და ქალებს ამხნევებს

"დედები არაჩვეულებრივები ვართ" - ფიტნესმოდელი სხეულზე ორსულობის რეალურ შედეგებს აჩვენებს და ქალებს ამხნევებს

ფიტნეს ბლოგერმა ხმამაღლა ისაუბრა წნეხზე, რომელსაც ორსულობის შემდეგ თითქმის ყველა ქალი განიცდის. პოპულარულმა ავსტრალიელმა ფიტნესმოდელმა ემილი სკაიმ პირველი შვილი, მია ელის რედმონდი რამდენიმე თვის წინ გააჩინა.

იმის მიუხედავად, რომ სკაი დარწმუნებული იყო, მშობიარობის შემდეგ ვარჯიშისა და დიეტის მკაცრს რეჟიმს დაიცავდა, ფიტნეს მოდელის პრიორიტეტები დედობამ მთლიანად შეცვალა. ემილიმ "ინსტაგრამზე" განათავსა გულახდილი პოსტი, სადაც ორსულობის შემდეგ წონაში მატების შესახებ ჰყვება.

"ვიდრე დავორსულდებოდი, ძალიან მიყვარდა ჩემი სხეული, ახლა კი კიდევ უფრო მეტად მიყვარს! ფეხმძიმობის ბოლო პერიოდში ჩემი მუცელი უზარმაზარი იყო. ვამაყობ იმით, რაც ჩემმა სხეულმა შეძლო და რასაც აგრძელებს დღემდე, ჩემი ძვირფასი გოგონასთვის. დედები არაჩვეულებრივები ვართ, უნდა ვიამაყოთ საკუთარი თავით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი მუცელი დიდი ხნის მანძილზე აღარ იქნება ისეთი, როგორიც ორსულობამდე იყო.

მე მივიღე ჩემი სხეული, ფორმები, ზომები და ახლა ფოკუსირებული ვარ იმაზე, რომ ფიზიკურად და მორალურად იდეალური ვიყო ჩემი შვილისთვის, მიასთვის. მინდა, კვლავ დავიკლო წონაში და ვიყო ჯანმრთელი, ამას დრო და მოთმინება სჭირდება," - წერს მოდელი.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ