თბილისის მერია "სითი პარკთან" ხელშეკრულებას აუქმებს - კახა კალაძის საგანგებო განცხადება

თბილისის მერია "სითი პარკთან" ხელშეკრულებას აუქმებს - კახა კალაძის საგანგებო განცხადება

თბილისის მერია კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულებას წყვეტს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს რამდენიმე წუთის წინ განუცხადა.

„თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2018 წლის 10 აპრილიდან ხელშეკრულება შეუწყვიტოს კომპანია "სითი პარკს," - აღნიშნა კალაძემ.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად დედაქალაქის მერმა კომპანიის მხრიდან უპასუხისმგებლობა და საჯარო უფლებამოსილებების არასათანადოდ შესრულება დაასახელა.

კახა კალაძის განმარტებით, 10 აპრილიდან, პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, "სითი პარკის" ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.

იხილეთ ვიდეო: მძღოლებო, მალე "სითი პარკი" ვეღარ დაგაჯარიმებთ: მერია კომპანიასთან ხელშეკრულებას წყვეტს, ვინ შეითავსებს მის ფუნქციას?

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები