76 წლის ასაკში სტივენ ჰოკინგი გარდაიცვალა

76 წლის ასაკში სტივენ ჰოკინგი გარდაიცვალა

ბრიტანელი ფიზიკოსი სტივენ ჰოკინგი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ოჯახის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფიზიკოსი საკუთარ სახლში, კემბრიჯში გარდაიცვალა.

22 წლის ასაკში ჰოკინგს უკურნებელი ნევროლოგიური დაავადება დაუდგინეს, ექიმები ვარაუდობდნენ, რომ მას სიცოცხლის რამდენიმე წელი ჰქონდა დარჩენილი. დაავადებამ ჰოკინგი ეტლს მიაჯაჭვა, მან მეტყველების უნარიც დაკარგა.

ფიზიკოსის შვილები, ლუსი, რობერტი და ტიმი განცხადებაში აღნიშნავენ, რომ მამის გარდაცვალების გამო ძალიან დამწუხრებულები არიან.

"ის იყო დიდი მეცნიერი და არაჩვეულებრივი ადამიანი, რომლის ნაშრომები და მემკვიდრეობა უამრავი წლის მანძილზე დარჩება," - აღნიშნავენ ჰოკინგები.

ფიზიკოთეორეტიკოსებს შორის, ჰოკინგი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მეცნიერი იყო. მისი მოღვაწეობის ძირითადი სფეროები კოსმოლოგია და კვანტური გრავიტაცია იყო.

იხილეთ ვიდეო:

ცნობილი მეცნიერი სტივენ ჰოკინგი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

ესპანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 9000 შემთხვევა დაფიქსირდა

ჭარბწონიანობა კორონავირუსის გართულების რისკს ზრდის - მედიკოსების დასკვნა

მალავს თუ არა ჩინეთი COVID-19-ით გარდაცვლილთა რეალურ სტატისტიკას? - "ყოველდღე 3 500 ყუთი სჭირდებოდათ გარდაცვლილთა ფერფლისთვის"