ევროპის ხუთი ქვეყნის ქალბატონებმა 2010 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე ლამაზი ფეხბურთელები დაასახელეს. მათ შორის არიან იტალიისა და ესპანეთის ნაკრებების მეკარეები ჯანლუიჯი ბუფონი და იკერ კასილიასი, ასევე საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველი იოან გურკიუფი. ასეთია ქალთა ფრანგული საიტის გამოკითხვის შედეგები, იტყობინება რადიოსადგური "Маяк"-ი.
გამოკითხვის მოულოდნელობა აღმოჩნდა, რომ მუნდიალის მიმართ საოცრად გაიზარდა ქალების ინტერესი. მათი 80% აცხადებს, რომ ყურადღებით ადევნებს თვალყურს მსოფლიო ჩემპიონატს, 34% კი აღნიშნავს, რომ "ეიფორიაშია" ამ ჩემპიონატის გამო.
ამასთან მხოლოდ სიმპათიური ფეხბურთელები როდი აღელვებთ ქალბატონებს. გამოკითხულთა 30%-მა განაცხადა, რომ თამაშის ყველა წესი ზეპირად იცის.
თუმცა ყველას არ სჯერა საკუთარი ნაკრების. მაგალითად, ფრანგებს 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წარმატების განმეორების იმედი არ აქვთ. ინგლისელები გაცილებით ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. ყველაზე მეტად კი საკუთარი ნაკრების გერმანელებს სწამთ.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.