ბრიტანელი "ოსკაროსანი" რეჟისორი დენი ბოილი ლონდონში 2012 წელს გასამართი ოლიმპიური თამაშების ცერემონიის მხატვრულ ხელმძღვანელად დანიშნეს.
როცა დანიშვნის შესახებ შეიტყო, რეჟისორმა განაცხადა, რომ მას ”ოლიმპიადის გახსნის შთამბეჭდავი და დაუვიწყარი სანახაობის შექმნა დაავალეს”.
ლონდონის ოლიმპიადის გახსნა-დახურვის ცერემონიალების შემოქმედებით ჯგუფში ბოილთან ერთად რიჟისორი სტივენ დოლდრი, კეიტ უინსლეტი, ასევე პეკინის ოლიმპიადის გახსნის დიზაინერი მარკ ფიშერი და ტელერეჟისორი ჰემიშ ჰამილტონი შედიან.
ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ბიუჯეტი, წინასწარი გაანგარიშებით, 4 მლნ ფუნტს შეადგენს.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.