რას პასუხობს კალაძე ისრაელთან ურთიერთობასა და ბიზნესგარემოზე "სითი პარკის" განცხადებას

რას პასუხობს კალაძე ისრაელთან ურთიერთობასა და ბიზნესგარემოზე "სითი პარკის" განცხადებას

ეს არის არაკეთილსინდისიერი კომპანიის მხრიდან მანიპულირება; ვერავინ და ვერაფერი შეაფერხებს იმ ურთიერთობებს, რაც საქართველოსა და ისრაელს შორის არსებობს, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე „სითი პარკის“ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისის მერიის მხრიდან კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა ბიზნესგარემოსა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობებზე მოახდენს გავლენას.

„ეს არის არაკეთილსინდისიერი კომპანიის მხრიდან მანიპულირება. ვერავინ და ვერაფერი შეაფერხებს იმ ურთიერთობებს, რომელიც ჩვენ ქვეყნებს შორის არსებობს, იმ ბიზნესკლიმატს, რომელიც ჩვენ ქვეყანაშია. ჩვენ ყველას მივესალმებით, ვინც კეთილსინდისიერი ინვესტორია, კომპანიაა, არა აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ქართული თუ უცხოური ბიზნესი. ჩვენი კარი ყოველთვის არის ღია. მე უამრავი მეგობარი მყავს ისრაელში და ვისაც სურვილი აქვს საქართველოში ინვესტიცია განახორციელოს, შეუძლიათ ჩამობრძანდნენ და ყველანაირი პირობები ექნებათ იმისთვის, რომ ეს ინესტიციები განხორციელდეს. არაკეთილსინდისიერ კომპანიებს ჩვენ მოვექცევით კანონის ფარგლებში. ყველამ უნდა სცეს პატივი საქართველოს კანონმდებლობას და მოექცეს კანონმდებლობის ფარგლებში", - განაცხდა კალაძემ.

რაც შეეხება კომპანიის განცხადებას, პოლიტიკური გადაწყვეტილების პროცესში მაღალი თანამდებობის პირების ჩართულობის შესახებ, კალაძე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.

„მე თავს შევიკავებ ამ განცხადებებზე კომენატრი გავაკეთო. თუ მათ ექნებათ სურვილი სასამართლოში წავიდნენ, სასამართლოში დავიცავთ ჩვენს პოზიციებს, ისევე, როგორც არბიტრაჟში“, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება იმ საკითხს, თუ რა რესურსით შეძლებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია 10 აპრილიდან დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, მერის თქმით, "სატრანსპორტო კომპანიას ყველანაირი რესურსი გააჩნია, რომ განახორციელოს არასწორი პარკირების გამოვლენისთვის საჭირო ფუნქცია. ამას კონტროლიორი გააკეთებს, მძღოლი თუ სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელის მოადგილე, მგონი მნიშვნელობა არ აქვს".

კალაძე აღნიშნავს, რომ კომპანია შეფერხებისა და ქაოსის გარეშე შეძლებს დაკისრებული მოვალეობის შესრულებას.

„არასწორი პარკირების გამოვლინებას არანაირი მოწყობილობა არ სჭირდება; სჭირდება ადამიანური რესურსი, რომელიც თბილისის სატრანსპორტო კომპანიას გააჩნია და ჩვეულებრივ გააგრძელებს მუშაობას, ყოველგვარი შეფერხების გარეშე. არანაირი ქაოსი არ იქნება.

სატრანსპორტო კომპანიას აქვს ეს რესურსი, რომ განახორციელოს ფუნქციები. ამას კონტროლიორი გააკეთებს, მძღოლი თუ სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელის მოადგილე, მგონი არ აქვს მნიშვნელობა“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, თბილისის მერია 10 აპრილიდან კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულებას წყვეტს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები