დონალდ ტრამპ უმცროსი ცოლმა მიატოვა - ვანესამ განქორწინების შესახებ განაცხადი უკვე შეიტანა

დონალდ ტრამპ უმცროსი ცოლმა მიატოვა - ვანესამ განქორწინების შესახებ განაცხადი უკვე შეიტანა

დონალდ ტრამპის უფროსი შვილი ცოლს შორდება.

"ინდეფენდენთის" ინფორმაციით, ვანესა ჰეიდონ ტრამპმა სასამართლოში განქორწინების შესახებ განაცხადი უკვე შეიტანა. წყვილი 2005 წელს დაქორწინდა და 5 შვილი ჰყავს.

"12 წლიანი ქორწინების შემდეგ გადავწყვიტეთ, დავშორდეთ. ჩვენ ყოველთვის გვექნება ერთმანეთის დიდი პატივისცემა. გვყავს საერთო შვილები, რაც ჩვენთვის მუდმივად პრიორიტეტული საზრუნავი იქნება," - აღნიშნავენ დონალდ ტრამპ უმცროსი და ვანესა ჰეიდონი განცხადებაში.

წყვილის დაშორების შესახებ ინფორმაცია ერთი დღით ადრე ნიუ-იორკულმა ტაბლოიდმა Page Six გაავრცელა.

ვანესამ და დონალდმა ერთმანეთი 2003 წელს გაიცნეს, მოდების ჩვენებაზე. 2 წლის შემდეგ კი დაქორწინდნენ.

"აქ დიდი გეგმით ჩამოვედით" - რუსეთის თავდაცვის მინისტრი ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების სომხეთში ვიზიტი - რა მიზნით სტუმრობენ რუსი მაღალჩინოსნები სომხებს

დონალდ ტრამპის ვაჟს კორონავირუსი დაუდასტურდა