ავტორი:

"აქ დიდი გეგმით ჩამოვედით" - რუსეთის თავდაცვის მინისტრი ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე

"აქ დიდი გეგმით ჩამოვედით" - რუსეთის თავდაცვის მინისტრი ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე

"აქ ჩამოვედით სრულიად კონკრეტული ამოცანებით, დიდი გეგმით და მისი განხორციელების იმედი გვაქვს", - სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე განაცხადა.

"თქვენ იცით, რომ განცხადების ხელმოწერის შემდეგ ჩვენ სწრაფად გამოვაგზავნეთ სამშვიდობო ჯარები და გუშინწინ დავასრულეთ მათი განლაგება. ყარაბაღის მთელ ტერიტორიაზე 23 სადამკვირვებლო პოსტი განვალაგეთ. ვაკონტროლებთ სტეფანაკერტისკენ მიმავალ გზას, ლაჩინის დერეფანს, უზრუნველვყოფთ გადაადგილების კონტროლს და ასევე, აქედან წასული ლტოლვილების დაბრუნებას.

წინ ბევრი სამუშაო გველოდება. ჩვენი მთავარი ამოცანა, რა თქმა უნდა, არის ის, რომ არ დავუშვათ სისხლისღვრა. ამის გარდა, ვაპირებთ განვიხილოთ ჩვენი სამშვიდობოების მომავალ ცხოვრებასა და მუშაობასთან დაკავშირებული საკითხები და, რა თქმა უნდა, სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური მიმართულებით ჩვენს თანამშრომლობასთან დაკავშირებული თემები. დიდი გეგმით ჩამოვედით და მისი განხორციელების იმედი გვაქვს,“- განაცხადა შოიგუმ.

შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციის უწყებათაშორისი დელეგაცია სომხეთში ვიზიტით იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, ვიცე-პრემიერები, ალექსანდრე ნოვაკი და ალექსეი ოვერჩუკი და სხვა ოფიციალური პირები.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 99 ქვეყანაში მიმდინარეობს - Bloomberg-ი განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს

"ეს არის კოკაინის ყველაზე დიდი ოდენობა, რაც ევროპაში ოდესმე ამოუღიათ" - გერმანიასა და ბელგიაში რამდენიმე მლრდ ევროს ღირებულების 23 ტონა ნარკოტიკი ამოიღეს

ესპანეთში, ბარის რეკონსტრუქციის დროს, უძველესი ჰამამი აღმოაჩინეს - საიდუმლო ადგილი, რომელიც ხალხს არქიტექტორმა დაუმალა