"საბაგიროზე მომხდართან დაკავშირებით ექსპერტიზის ჩასატარებლად მოწვეული იქნებიან საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტები"

"საბაგიროზე მომხდართან დაკავშირებით ექსპერტიზის ჩასატარებლად მოწვეული იქნებიან საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტები"

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, გუდაურში, საბაგიროზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოწვეული იქნებიან საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტები, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს. პირველი ვიცე-პრემიერი საძელეზე არსებულ ვითარებას პირადად ადგილზე გაეცნო. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საძელეს საბაგიროს ექსპერტიზა ჩაუტარდება.

„მოწვეული იქნებიან არა მხოლოდ კომპანია „დოპელმაიერის“ ექსპერტები, არამედ საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტებიც. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ექსპერტიზა იყოს დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ ჩატარებული“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ამასთან ერთად, უწყების ინფორმაციით, კომპანია „დოპელმაიერის“ წარმომადგენლები უკვე გამოემართნენ საქართველოში და ხვალ დილით იქნებიან.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები