ქუთაისის სასამართლოში მერაბ კვირიკაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს

ქუთაისის სასამართლოში მერაბ კვირიკაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მორაგბის მერაბ კვირიკაშვილის საქმის განხილვა განახლდა. მერაბ კვირიკაშვილი სასამართლოში ადვოკატთან და მეგობრებთან ერთად იმყოფება. მის ინტერესებს ადვოკატი ნუგზარ კვინიკაძე იცავს.

სპორტსმენს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. წინა სხდომაზე ბრალდების მხარემ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტების დაკითხვის შუამდგომლობა დააყენა, რომლებმაც სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრანსოლოგიური ექსპერტიზის შესახებ დადეს დასკვნა. იგივე შუამდგომლობა დააყენა კვირიკაშვილოს ადვოკატმა. მისი თქმით, საჭიროა დაიკითხონ ექსპერტები, რადგან მათ მიერ დადებული დასკვნა მერაბ კვირიკაშვილს ამართლებს. მოსამართლემ მოთხოვნა დააკმაყოფილა, რის შემდეგაც სხდომა დღეისთვის ჩაინიშნა.

საქმე 2016 წელს ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას უკავშირდება, რასაც კვირიკაშვილის მეუღლე და შემხვედრ ავტომობილში მყოფი სამი ადამიანიემსხვერპლა. საქმეს მოსამართლე მურთაზ კაპანაძე განიხილავს.შეგახსენებთ, კვირიკაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით წარუდგინეს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ