ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ვლადიმერ პუტინმა ხმების 92,8% მიიღო

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ვლადიმერ პუტინმა ხმების 92,8% მიიღო

წინასწარი მონაცემებით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა 17 ათასზე მეტმა რუსეთის მოქალაქემ მიიღო. ამის შესახებ სააგენტო „რესს“ რუსეთის ე.წ. საელჩოში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, ხმების 92,8% ვლადიმერ პუტინმა მიიღო. ე.წ.საელჩოში ასევე აღნიშნავენ, რომ 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით აქტივობის მაჩვენებელი 20%-ით გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებში ვლადიმერ პუტინმა ხმათა 94,1% მიიღო.

საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში 18 მარტს ჩატარდა. ბიულეტენების 99,84%-ის დათვლის შედეგად, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არჩევნებში მონაწილეთა ხმების 76,6% მიიღო. მეორე ადგილზე "კომუნისტური პარტიის" კანდიდატი პაველ გრუდინინი (11,8%), მესამეზე კი "ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის" კანდიდატი ვლადიმერ ჟირინოვსკი (5,66%) გავიდა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები