უნდა დაბანოთ თუ არა ბავშვი, როცა სიცხე აქვს, ახველებს ან სურდო აქვს - ინგა მამუჩიშვილის რჩევები

უნდა დაბანოთ თუ არა ბავშვი, როცა სიცხე აქვს, ახველებს ან სურდო აქვს - ინგა მამუჩიშვილის რჩევები

"მშობლები ხშირად სვამენ კითხვას, უნდა დაბანონ თუ არა ბავშვები, როცა მათ ტემპერატურა აქვთ, ახველებთ, სურდო აქვთ... დიახ, უნდა დაბანოთ... რატომ? სწორედ იმიტომ, რომ კანი მჭიდრო კავშირშია ორგანიზმის ყველა ორგანოს ფუნქციონირებასთან, კანის ფუნქციებია: სუნთქვა, შეწოვა, გამოყოფა, პიგმენტების წარმოქმნა, ის მონაწილეობს თერმორეგულაციის და ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, იცავს ორგანიზმს სხვადასხვა გამოსხივებისაგან, დაუზიანებელი კანი შეუღწევადია მიკროორგანიზმებისთვის, ბაქტერიოციდული ეფექტი ქვეითდება გადაღლის და კანის დაზიანების და დაბინძურების შრმთხვევაში, კანი მონაწილეობას იღებს იმუნიტეტის წარმოქმნის პროცესებში...

კანი სუნთქავს და დღე-ღამის განმავლობაში გამოყოფს 10 გრ ნახშირორჟანგს და შთანთქავს 5გრ ჟანგბადს, რაც ორგანიზმის აირთა ცვლის დაახლოებით 2%-ს შეადგენს. ბავშვის კანი ნაზია, თხელია, მდიდარია სისხლძარღვებით, იოლად ზიანდება, მალე კარგავს სუნთქვის ფუნქციას, თუ ფორები ჭუჭყით ივსება, ამიტომ მას სათუთი მოვლა და ხშირი დაბანა სჭირდება, რომ არ დაკარგოს სუნთქვის ფუნქცია და არ შეუწყოს ხელი ჰიპოქსიის განვითარებას...განაგრძეთ კითხვა

"სასურველია, წამოიღოთ დოლები, ტამტამები, ნიღბები" - "სირცხვილია" "კომენდანტის საათის" დროს დაუმორჩილებლობის მარშს გეგმავს

"2 სმ-იც რომ არასწორად მომეზომა, ისეთი ვერ გამოვიდოდა..." - როგორ გამოიყურება ულამაზესი სახლი რაჭის ტყეში, რომელიც ცნობილმა დეკორატორმა 6 დღეში ააშენა

"პიკის პერიოდშიც კი არცერთი ავადმყოფი არ დაზარალებულა ჟანგბადის ნაკლებობის არქონის გამო..." - თენგიზ ცერცვაძე