არ დაწეროთ "ფეისბუქზე" სტატუსი BFF, შესაძლოა, ჰაკერებს საქმე გაუმარტივოთ

არ დაწეროთ "ფეისბუქზე" სტატუსი BFF, შესაძლოა, ჰაკერებს საქმე გაუმარტივოთ

"ფეისბუქის" გარშემო ატეხილი სკანდალის პარალელურად სოციალურ ქსელში უამრავი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება.

ბოლო დღეების განმავლობაში მომხმარებლები ვირუსულად აზიარებენ და წერენ სტატუსს BFF, მათ შორის - საქართველოშიც.

"Facebook- ის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა BFF გამოაცხადა. დარწმუნდით, რომ თქვენი ანგარიში დაცულია Facebook- ზე, დაწერეთ BFF კომენტარებში.

თუ ზემოაღნიშნული (BFF) ნაჩვენებია მწვანე ფერში, თქვენი ანგარიში დაცულია.

თუ არ არის ნაჩვენები მწვანე ფერში, შეცვალეთ პაროლი დაუყოვნებლივ, რადგან, შესაძლოა, თქვენი გვერდი იყოს ხელმისაწვდომი სხვისთვისაც"- წერენ ქართველი მომხმარებლები.

ინფორმაცია, ცხადია, სიმართლეს არ შეესაბამება. "ფეისბუქზე" დაამატეს რამდენიმე სიტყვა, რომლის დაწერის შემთხვევაში ის ანიმაციას ქმნის, მათ შორის არის Best Wishes, Congratulations, You Got This, BFF (Best Friends Forever). სოცქსელი კიდევ გეგმავს რამდენიმე ასეთი სიტყვის დამატებას.

პორტალი technave.com წერს, რომ სტატუსით BFF საკუთარი ანგარიში, შესაძლოა, რისკის ქვეშ დააყენოთ - ჰაკერებს შეუძლიათ, გაიგონ, განახლდა თუ არა თქვენი "ფეისბუქის" აპლიკაცია. თუ სტატუსმა BFF ანიმაცია არ შექმნა, თქვენი აპლიკაცია განახლებული არ არის და ის, შესაძლოა, ნაკლებად დაცული იყოს.

თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უსაფრთხოების სრულ გარანტიას არც აპლიკაციის განახლება იძლევა. უმჯობესია, კარგად შეამოწმოთ თქვენი უსაფრთხოების პარამეტრები.

ბიჭი ბანერებით - ვინ არის ინტერნეტვარსკვლავი, რომელიც უჩვეულო საკითხებს "აპროტესტებს"

დღეს ტემპერატურა 36 გრადუსამდე მოიმატებს, ხვალიდან კი ამინდი მკვეთრად გაუარესდება

მზიურის რეაბილიტაცია სრულდება - როგორ გამოიყურება თბილისელების საყვარელი პარკი