ავტორი:

მზიურის რეაბილიტაცია სრულდება - როგორ გამოიყურება თბილისელების საყვარელი პარკი

მზიურის რეაბილიტაცია სრულდება - როგორ გამოიყურება თბილისელების საყვარელი პარკი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მზიურის პარკის რეაბილიტაციის პროექტს ასრულებს.

სამინისტროს ინფორმაციით, მზიურის პარკის რეაბილიტაციის ფარგლებში აღდგა არსებული მოზაიკები, ხიდები, კიბეები და გამოიცვალა ყველა სახის კომუნიკაცია: კანალიზაცია, სასმელი წყლის, ირიგაციის, ხანძარსაწინააღმდეგო და გარე განათების სისტემები.

განახლებულ ბავშვთა ქალაქ „მზიურში” დამსვენებლებს დახვდებათ ახალი საფეხმავლო ბეტონის ბილიკები, ხელოვნური ტბა, ველო-ბილიკები, სასმელი წყლის სოკოები, ფანჩატურები, ზონირების შესაბამისი ნიშნები, სკეიტპარკი და საბავშვო გასართობი მოედნები, დასასვენებელი ადგილები, ახალი ხე-მცენარეები.

პარკი სხვადასხვა ტიპის სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ სივრცეებად იყოფა. განახლებული ინფრასტრუქტურა ადაპტირებული იქნება როგორც შშმ პირებისთვის, ასევე მშობლებისთვის, რომლებიც ეტლით ასეირნებენ ბავშვებს.

პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 7.8 მილიონი ლარია.

"მამა გამომეკიდა რაღაცა საგნით, რა საგანი იყო არ ვიცი, ჰქონდა ძალიან დიდი ტარი" - რა დეტალებს იხსენებს ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე

ბიჭი ბანერებით - ვინ არის ინტერნეტვარსკვლავი, რომელიც უჩვეულო საკითხებს "აპროტესტებს"

დღეს ტემპერატურა 36 გრადუსამდე მოიმატებს, ხვალიდან კი ამინდი მკვეთრად გაუარესდება