ვინ დატოვა თანამდებობები გუდაურის საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის გამო

ვინ დატოვა თანამდებობები გუდაურის საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის გამო

16 მარტს, გუდაურში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორის მოადგილემ ტექნიკურ დარგში და გუდაურის მთის მართვის დეპარტამენტის უფროსმა თანამდებობები დატოვეს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, აღნიშნულმა პირებმა ეკონომიკის მინისტრს უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე თავადვე მიმართეს.

”ოპერატორი, რომელიც საბაგიროზე იყო, ჩამოშორებულია ამ საქმიანობას. ასევე, ორმა ადამიანმა მომმართა იმისთვის, რომ შეჩერებული ყოფილიყო მათი მოვალეობები. ესენი არიან მთის კურორტების კომპანიის დირექტორის მოადგილე ტექნიკურ დარგში და ასევე, გუდაურის მთის მართვის დეპარტამენტის უფროსი (ირაკლი ქადაგიძე). ეს ორი ადამიანი ასევე იღებს პასუხისმგებლობას. ისინი აღნიშნულზე გრძნობენ მორალურ პასუხისმგებლობას. მათ მომმართეს, რომ შეჩერებოდათ თავიანთი უფლებამოსილებები”,- განაცხადა ქუმსიშვილმა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა საბაგიროზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით კომპანია ”ბიურო ვერიტასის” პირველადი დასკვნა გაასაჯაროვა. მისივე თქმით, 16 მარტს, გუდაურში მომხდარი შემთხვევა ძაბვის ვარდნის შემდეგ ადამიანურმა შეცდომებმა გამოიწვია. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, ამოღებული ჩანაწერებიდან, რომელსაც იძლევა მოწყობილობაში ჩამონტაჟებული სპეციალური მეხსიერება, დადგინდა, რომ 16 მარტს იყო ძაბვის ვარდნა, რომელმაც გამოიწვია საბაგიროს გაჩერება, თუმცა საბაგიროს გაჩერების შემდეგ ოპერატორს უნდა ემოქმედა კონკრეტული თანმიმდევრობით, ანუ ქმედებათა ერთობლიობის შემდეგ უნდა მოეხდინა აღნიშნული საბაგიროს გადაყვანა დიზელ გენერატორზე და იქ არსებული ტურისტების მიყვანა იმ წერტილამდე, საიდანაც ისინი ჩამოვიდოდნენ და დაცლიდნენ საბაგიროს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები