"სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განცხადება საქართველოს ორი მოქალაქის დაკავებაზე

"სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განცხადება საქართველოს ორი მოქალაქის დაკავებაზე

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა გუშინ საქართველოს ორი მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

„22 მარტს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საქართველოსთან სახელმწიფო საზღვარის მონაკვეთზე, აძვისთავის დასახლებულ პუნქტთან, სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დარღვევისთვის მესაზღვრეებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ესენი არიან: 1991 წელს დაბადებული დავით გერკეული და 1977 წელს დაბადებული ივანე გუნდიაშვილი, ახალსოფელისა და აძვის მკვიდრები. აღნიშნული მომენტისთვის სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სასაზღვრო სამსახური საქმის გარკვევას ახდენს, განიხილება საქმის მასალების სასამართლოში გადაცემის საკითხი“, - ნათქვამია განცხადებაში.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?