გურამ დონაძე - ზურაბ ბაქრაძეს ვთავაზობ, უარი თქვას გირაოთი გათავისუფლებაზე, მე უარესებსაც დავიბრალებ და ჩემთან ერთად წამოვიდეს 8-წლიან პატიმრობაზე

გურამ დონაძე - ზურაბ ბაქრაძეს ვთავაზობ, უარი თქვას გირაოთი გათავისუფლებაზე, მე უარესებსაც დავიბრალებ და ჩემთან ერთად წამოვიდეს 8-წლიან პატიმრობაზე

ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე ბრალდებული გურამ დონაძე ამავე საქმეზე ბრალდებულ ზაზა (ზურაბ) ბაქრაძეს სთავაზობს, უარი თქვას გირაოთი გათავისუფლებასა და საპროცესო შეთანხმებაზე, რის შემდეგაც ისიც აღიარებს წარდგენილ ბრალს და მასთან ერთად მოიხადოს 8 - წლიანი პატიმრობა. დონაძის შეფასებით, ბრალდებულის მიერ დღეს სასამართლოში მიცემული ჩვენება ტყუილი იყო. შსს-ს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი დარწმუნებულია, რომ ბაქრაძეს მალე საპროცესო შეთანხმებას გაუფორმებენ.

"აქ მთავარი არის ერთი - ადამიანი ამბობს, რომ დანაშაული ჩაიდინა და მის მიერ ჩადენილი ქმედება ითვალისწინებს 5-დან 8-10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ამ ადამიანს რამდენიმე დღეში გაუფორმებენ საპროცესოს და დონაძეს, რომელსაც იარაღი არ მიუტანია და თურმე ამ მოწმის ჩვენებით, მხოლოდ გადაღება გაუყალბებია და სხვა არაფერი, მას ემუქრება 1-დან სამ წლამდე პატიმრობა ან ჯარიმა. ჩემზე უხარიათ ხელის დადება და ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს ტაშით ხვდებოდნენ ამ ადამიანის ტყუილებს. რომ იძახის სასამართლოზე საკანში შემოდი და იქ ვიკამათოთო - ვთავაზობ, უარი თქვას გირაოთი გათავისუფლებაზე და საპროცესოზე, მე წარდგენილ ბრალზე უფრო უარესებსაც დავიბრალებ და ჩემთან ერთად წამოვიდეს 8 წლიან პატიმრობაზე”, - განაცხადა დონაძემ.

ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე ბრალდებულმა ზაზა (ზურაბ) ბაქრაძემ სასამართლოზე დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ რობაქიძის მკვლელობის შემთხვევის ადგილი გაყალბდა. ბრალდებულმა 2004 წლის 23-24 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იარაღები, რომელიც დაკავებულებს ჩაუდეს, ზურაბ მიქაძემ ვაკე-საბურთალოს პოლიციიდან მოიტანა. მისივე თქმით, იარაღის ჩადების და შემთხვევის ადგილის გაყალბების გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდნენ კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსნებიც: ირაკლი ფირცხალავა, დავით იაშვილი, ლევან გვაზავა და თავად ზაზა ბაქრაძე.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ