მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩის დასრულების შემდეგ, რომელიც ინგლისის ნაკრებმა ალჟირთან, ყველასთვის მოულოდნელად, ფრედ დაასრულა, შედეგით აღშფოთებული ინგლისელთა ერთ-ერთი ფანი ფეხბურთელებს გასახდელში მიეჭრა. გულშემატკივარს პირველი დევიდ ბექჰემი შეეფეთა და ჯავრიც სწორედ მასზე იყარა, მან თავისი მოსაზრება ინგლისელთა გუნდზე მოურიდებლად გამოთქვა.
მომხდარის გამო ინგლისელები ფიფასგან ოფიციალურ ახსნა-განმარტებას ითხოვენ, რატომ ვერ შეძლო სტადიონის პერსონალმა გუნდის უსაფრთხოების დაცვა.
არადა, მდგომარეობა გაცილებით გართულდებოდა, ინციდენტამდე სულ რამდენიმე წუთით ადრე რომ არ დაეტოვებინათ ინგლისის ნაკრების გასახდელი პრინც ჰარისა და პრინც უილიამს.
"რა თქმა უნდა, ჩვენ უკმაყოფილონი ვართ შედეგით, - განაცხადა ნაკრების კაპიტანმა სტივენ ჟერარდმა, - აუცილებელია ვიფიქროთ მდგომარეობის გამოსწორებაზე. ჩვენი თამაში შორს იყო იდეალურისგან და გამართლება არ გვაქვს. ვაღიარებ, ცუდად ვითამაშეთ. რატომ? არ ვიცი".
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.