ელონ მასკის მამას შვილი საკუთარი გერისგან ეყოლა, გოგონა მასთან 4 წლის ასაკიდან იზრდებოდა

ელონ მასკის მამას შვილი საკუთარი გერისგან ეყოლა, გოგონა მასთან 4 წლის ასაკიდან იზრდებოდა

ელონ მასკის მამა, ეროლ მასკი ამბობს, რომ საკუთარი გერისგან ბავშვის გაჩენა „ერთჯერადი შეცდომის მიზეზი იყო“, ამის შესახებ „დეილი მეილი“ წერს.

72 წლის ეროლი ყოფილმა ცოლმა "ოჯახის შერცხვენაში" დაადანაშაულა. მასკს შვილი 42 წლით უმცროსი გერისგან ჯანა ბეზუიდენჰაუტისგან შეეძინა. მისი თქმით, ბავშვი მაშინ ჩაისახა, როდესაც ჯანა მეგობარმა მამაკაცმა მიატოვა.

"არ მინდა, მომხდარს შეცდომა ვუწოდო, რადგან არცერთ ბავშვს არ სურს, მას შეცდომად მოიხსენიებდნენ. ყველაფერი ერთ საღამოს მოხდა, როდესაც ჯანა მეგობარმა ბიჭმა მიატოვა და ის ღამის გასათევად ჩემთან მოვიდა. უნდა გამიგოთ - უკვე 20 წელია მარტო ვარ და ვარ მამაკაცი, რომელიც შეცდომებს ჩადის," - განაცხადა ეროლ მასკმა გაზეთთან Rapport საუბრისას.

მისივე თქმით, ჯანა და ბავშვი მის სახლში ცხოვრობდნენ, ლანგებაანში, კეიპ-თაუნთან ახლოს, თუმცა ეროლს გერთან სასიყვარულო ურთიერთობა აღარ ჰქონია.

მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ოჯახში აგორებული სკანდალი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ელონ მასკმა მამა „ყველაზე ბოროტ ადამიანად“ მოიხსენია. მისი თქმით, მამამისმა ჩაიდინა ყველა სახის ბოროტება, რისი ჩადენაც ადამიანს ოდესმე შეეძლო.

30 წლის ჯანას დედა, ჰეიდი-მარი მასკი ყოფილ ქმარს მოიხსენიებს "ცუდ ადამიანად, რომელმაც ოჯახში ყველაფერი დაანგრია".

"მან მე და საკუთარ შვილებს უდიდესი ტკივილი მოგვაყენა, შეარცხვინა ოჯახი. გაოგნებულები ვართ, რომ საკუთარი გერი დააორსულა,“ - ამბობს ეროლ მასკის მეორე ცოლი, ჰეიდი.

მას სამი შვილი ჰყავდა, როდესაც მასკს ცოლად გაჰყვა. პირველი ქმარი ავტოავარიაში გარდაეცვალა და ეროლი შვილების გაზრდაში ეხმარებოდა. მასკს უკვე ჰყავდა სამი შვილი პირველი ქორწინებიდან, მეი ჰალდემანისგან - ელონი, კიმბელი და ტოსკა. ეროლსა და ჰეიდს ჰყავთ ორი საერთო შვილი - ალექსანდრა და აშა მასკები.

1941 წელს ჩაძირული "არმენია" ნაპოვნია! - როგორ მოხდა ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი კატასტროფა და იყო თუ არა გემზე განძი?

საქართველოში ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

"ვარსკვლავების მატარებელი“ თბილისის ცაზე - starlink-ის თანამგზავრები საქართველოშიც გამოჩდნენ