დაქორწინებაზე უარის გამო მშობლებმა 16 წლის შვილს ცხელი ზეთი გადაასხეს

დაქორწინებაზე უარის გამო მშობლებმა 16 წლის შვილს ცხელი ზეთი გადაასხეს

სამართალდამცველებმა დააპატიმრეს 16 წლის ტეხასელი გოგონას მშობლები, რომლებმაც შვილს სხეულზე ცხელი ზეთი გადაასხეს.

nydailynews-ის ინფორმაციით, 34 წლის აბდულა ფადმი ალ ჰიშმავისა და 33 წლის ჰამდია საჰა ალ ჰიშმავის შვილმა უარი განაცხადა დაქორწინებულიყო მამაკაცზე, რომელიც მას „გაურიგეს“.

გოგონა 30 იანვარს გაუჩინარდა.

შერიფმა ხავიერ სალაზარმა განაცხადა, რომ მაარიბს მშობლებმა გონების დაკარგვამდე სცემეს, შემდეგ კი სხეულზე ცხელი ზეთი გადაასხეს.

გოგონა მარტის შუა რიცხვებში იპოვეს, თავს ერთ-ერთ ორგანიზაციას აფარებდა. მაარიბი ხუთ და-ძმასთან ერთად ბავშვთა თავშესაფარშია მოთავსებული.

გარიგებით დაქორწინების შესახებ საუბარი მშობლებმა გასულ წელს დაიწყეს, მაშინ გოგონა 15 წლის იყო. მაარიბის გათხოვების შემდეგ მისი ოჯახი სიძისგან 20 ათას დოლარს მიიღებდა.

ოჯახი აშშ-ში ერაყიდან საცხოვრებლად 2 წლის წინ გადავიდა. მაარიბის მშობლებს ოჯახურ ძალადობაში ედებათ ბრალი. ამასთან, ბრალს წაუყენებენ მამაკაცსაც, რომელზეც გოგონას დაქორწინებას გეგმავდნენ. საქმეს გამოძიების ფედერალური ბიურო იძიებს.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ