ანდერს ფოგ რასმუსენი - ჩვენი ვალია თბილისს, კიევსა და კიშინიოვს ოცნებები ავუხდინოთ

ანდერს ფოგ რასმუსენი - ჩვენი ვალია თბილისს, კიევსა და კიშინიოვს ოცნებები ავუხდინოთ

ჩვენი ვალია თბილისს, კიევსა და კიშინიოვს ოცნებები ავუხდინოთ, - ამის შესახებ ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის მიძღვნილ კონფერენციაზე ”კვირის პალიტრის” ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

როგორც რასმუსენი აცხადებს, „თუ ევროკავშირი ამ ქვეყნებს რეალურ გზას ვერ შესთავაზებს, არ უნდა დავიჩივლოთ, რომ ჩვენი მეზობლები ზეწოლას ვერ გაუძლებენ, რასაც ევროპისთვის საგანგაშო გეოპოლიტიკური შედეგები მოჰყვება“.

„არსებობს რამდენიმე მთავარი ფაქტორი, რაც ”აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნების ევროპულ ინტეგრაციას აბრკოლებს. პირველი - რუსეთია, რომელიც დაინტერესებულია ამ ინტეგრაციის პარალიზებითა და თავის გარშემო ბუფერული ქვეყნების შექმნით, რომელთაც მოსკოვი საკუთარი გავლენის სფეროდ აქცევს. მეორე - დემოკრატიული პროცესები უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში. თუ ევროპაში ხშირად გვესმის საუბარი უკრაინით ან საქართველოთი ბრიუსელის გადაღლილობაზე, დამიჯერეთ, ეს ქვეყნებიც საკმაოდ გადაიღალნენ ევროკავშირით და ამ გადაღლილობამ ძალიან ცუდ დროს მოგვიწია. მესამე - ჯეროვნად ვერ ვაფასებთ იმ რეფორმებს, რომლებსაც ეს ქვეყნები ატარებენ. ეს არის რეფორმები, რომელთა რეალიზება ევროპის მთავრობების უმრავლესობას ჩამოაქცევდა. იმაზე უნდა ვიფიქროთ, როგორ მივცეთ ამ ხალხს სიგნალი, რომ გვირაბის ბოლოს ნამდვილად სინათლეა და ჩვენზე გაკეთებული არჩევანი დაუფასდებათ. რა შევთავაზოთ ”აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნებს 2020 წლის შემდეგ, ეს უნდა იყოს პრაქტიკული და რეალური სტრატეგიული მიზნები. თუ ამ ქვეყნებს ვერ დავარწმუნებთ, რომ მძიმე შრომა დაუფასდებათ, ევროკავშირს არ უნდა გაუკვირდეს, რომ ჩვენმა აღმოსავლეთ ევროპელმა პარტნიორებმა უკან გადადგან ნაბიჯი. რუსეთი არ თვლემს, ისევე როგორც ჩინეთი. თუ ევროკავშირი ამ ქვეყნებს რეალურ გზას ვერ შესთავაზებს, არ უნდა დავიჩივლოთ, რომ ჩვენი მეზობლები ზეწოლას ვერ გაუძლებენ, რასაც ევროპისთვის საგანგაშო გეოპოლიტიკური შედეგები მოჰყვება. ჩვენი ვალია თბილისს, კიევსა და კიშინიოვს ოცნებები ავუხდინოთ“, - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

სტატია ორგანიზაცია "ევროპული ალიანსი საქართველოსთვის" პროექტის, "გზავნილი ბრიუსელიდან" ფარგლებში მომზადდა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები