სინგაპურულმა კომპანიამ Horizon Fuel Cell წყალბადზე მომუშავე ახალი დამტენი აპარატის MiniPak გასაყიდად გამოიტანა.
აპარატს ორი HydroSTIK კარტრიჯი აქვს, თითოეული 2,5 ვატი სიმძლავრის და მწარმოებელთა თქმით, იმდენივე ენერგიას ინახავს, რამდენსაც ათასი АА სტანდარტის ჩვეულებრივი ბატარეა. დამტენის გამომავალი ძაბვა 5 ვოლტს შეადგენს, დენის ძალა - 400 мА-ს.
აპარატი, რომლის ფასი 99 დოლარია, ყველა სახის "მოაზროვნე" ტექნიკური საშუალებების აკუმულატორთა დასატენად შეიძლება გამოვიყენოთ: მობილურებისა და სმარტფონების, ფლეერებისა და ნავიგატორების, პორტატული სათამაშო კონსოლებისა, თუ ჯიბის ფანრების. წარმატებული გაყიდვის შემთხვევაში კომპანია პროდუქტის 29 დოლარამდე გაიაფების პირობას დებს.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.