ავტორი:

GO HOME ევროპულად - რუსული დიპლომატიის "შავი ორშაბათი"

GO HOME ევროპულად - რუსული დიპლომატიის "შავი ორშაბათი"

საერთაშორისო ექსპერტებს ერთ დღეში გაძევებული რუსი დიპლომატები “ცივი ომის” დემარშს აგონებენ... “ჩვენ ვაძევებთ დაზვერვის აგენტებს და არა დილომატებს” - ამ განცხადებით გამოეხმაურა თეთრი სახლი ამერიკიდან რუსი დიპლომატების გაძევებას. თეთრი სახლის ცნობით, დაიხურება რუსეთის გენერალური საკონსულო სიეტლში, რადგან მის მიმდებარედ განთავსებულია წყალქვეშა გემების ბაზა.

შეერთებული შტატებიდან ათეულობით რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილებას ევროპის კავშირის ქვეყნებიც შეუერთდნენ. ამერიკის შემდეგ, იგივე გააკეთა გერმანიამ, ჰოლანდიამ, ესტონეთმა და ჩეხეთმა.

უფრო საინტერესო შედეგები დადო ლიტვამ - მან სამი რუსი დიპლომატი გამოაძევა და რუსეთის 44 ოფიციალურ პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. რუსი დიპლომატები გამოაძევეს საფრანგეთიდან, ლატვიიდან და პოლონეთიდან. მხოლოდ ერთ დღეში, დილიდან საღამომდე ქვეყნის დატოვების განკარგულება რუსეთის საელჩოების 100-ზე მეტმა თანამშრომელმა მიიღო.

ევროსაბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის გაცხადებით, ეს ყველაფერი არ არის - რამდენიმე დღეში, რუსეთი დამატებით ნაბიჯებსაც უნდა ელოდოს.

ყველაფერი უფრო ადრე, 2006 წელს, ლიტვივენკოს საქმით დაიწყო, რაც რუსეთმა შემდეგაც გააგრძელა - 4 მარტს ბრიტანეთში, დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს მოქალაქის სერგეი სკრიპალის წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური იარაღი გამოიყენეს. ლონდონი ამაში პუტინის ხელისუფლებას ადანაშაულებს.

ასევე დაგაინტერესებთ: "მოწამლული ფულის გემო" - რა ბედი ელით რუს მილიარდერებს და მათ ბიზნესებს დიდ ბრიტანეთში?

საერთაშორისო ექსპერტების თქმით, დასავლეთი ასეთი ერთიანი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა და ასევე, მსოფლიო ისტორიას, არც ამ რაოდენობის რუსი დიპლომატების ერთდროული გაძევების პრეცენდენტი ახსოვს... თავის მხრივ, საპასუხო ქმედებებით იმუქრება მოსკოვიც... ბრიტანეთის პროპორციულად, რუსეთმა მოსკოვის დატოვება 23 ინგლისელ დიპლომატს აიძულა. მსოფლიოს ქვეყნების ამგვარი ქმედებებით გაოცებული არიან რუსი დიპლომატებიც.

“ასეთი პრაქტიკა მსოფლიოს უკვე აქვს: 1971 წლის სექტემბერში, დიდი ბრიტანეთიდან ერთდროულად 105 დიპლომატი გამოაძევეს, მას შემდეგ, რაც КГБ-ს თანამრომელმა ოლეგ ლიალინმა, რომელიც ლონდონში მუშაობდა, ადგილობრივ სპეცსამსახურებთან საბჭოთა აგენტები დაასმინა... პასუხად, მოსკოვიდან 18 დიპლომატი გააძევეს. 1983 წელს საფრანგეთის ხელისუფლებამ 47 საბჭოთა დიპლომატი გამოაძევა, რომლებიც, პარიზის მტკიცებით, “ყალბი დიპლომატის სტატუსით” სარგებლობდნენ... ამ დემარშში ნიშანდობლივია ერთი ფაქტი - ყველა ქვეყანა აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ისინი ქვეყნიდან დიპლომატებს კი არა დაზვერვის აგენტებს აძევებენ” - აცხადებს რუსეთის საგარეთო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი კუნაძე. ყოფილი დიპლომატის თქმით, “რუსეთი აკვირდება ევროსაბჭოსა და ნატოს სოლიდარობას და ამაში ის აზრი იკითხება, რომ რუსეთის ტრადიციული საგარეო პოლიტიკა, რომლის ძირითადი მიზანია ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნები ერთმანეთს გადაკიდოს, ვერ შედგა”

"კრემლი იწყებს ცხოვრებას პერსონა ნონ გრანტას ამპლუაში” - წერს ფილოსოფოსი და პუბლიცისტი ვიქტორ აქსიუჩიცი, რომლის თქმითაც, დასავლეთში ღელავენ რუსეთის გაძლიერების დღიდან და ამის მიზეზი არის რუსეთის სამხედრო შეიარაღება, ასევე, “რუსეთის დამაჯერებელი ნაბიჯი ჩინეთთან დაკავშირებით".

"დასავლეთში კარგად ესმით, რომ თავად სუსტდებიან და არ უნდა დაუშვან, რომ მათი მოწინააღმდეგე გაძლიერდეს. იქ უკვე დიდი ხანია არსებობს სტრატეგია რუსეთის გარშემო არასტაბილური გარემოს ჩამოსაყალიბებლად... უნდა ვაღიაროთ, რომ გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს. თუმცა, ეს დროებითია, - ახლა მთავარია რუსეთმა უფრო მყარი და საიმედო მოკავშირეები იპოვოს,” - აცხადებს რუსი ფილოსოფოსი svpressa.ru-სთან საუბრისას.

მთავარი ფოტო: Politico Europe

როგორ გადაურჩნენ ზვავს სასრიალოდ წასული მეგობრები - დრამატული კადრები იუტადან

გერმანიამ, პოლონეთმა და შვედეთმა რუსეთის 3 დიპლომატი გააძევეს

ისრაელში შექმნილმა წამალმა კორონავირუსისგან კვლევაში ჩართული ყველა პაციენტი განკურნა - რა ვიცით ახალ პრეპარატზე