1 წლის განმავლობაში ევროკავშირში უვიზოდ საქართველოს 250 000-ზე მეტმა მოქალაქემ იმოგზაურა - რა პრობლემებზე საუბრობს ვახტანგ მახარობლიშვილი

1 წლის განმავლობაში ევროკავშირში უვიზოდ საქართველოს 250 000-ზე მეტმა მოქალაქემ იმოგზაურა - რა პრობლემებზე საუბრობს ვახტანგ მახარობლიშვილი

ერთი წლის განმავლობაში, ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზოდ საქართველოს 250 000-ზე მეტმა მოქალაქემ იმოგზაურა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისიის მიერ გასული წლის 20 დეკემბერს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად საქართველო წარმატებულად ახორციელებს ვიზალიბერალიზაციით ნაკისრ ვალდებულებას, ბოლო თვეების განმავლობაში თავი იჩინა კონკრეტულმა პრობლემებმა.

„ვიზალიბერალიზაცია არის ძალიან დიდი სარგებელი, რომელსაც აქვს როგორც პრაქტიკული მნიშვნელობა, ასევე პოლიტიკური დატვირთვა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველა ერთად გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს. მიმდინარე ეტაპზე თავი იჩინა გარკვეულმა სიძნელეებმა, როგორიცაა მაგალითად, თავშესაფარის მაძიებელთა მომატება. ამ კუთხით ჩვენ დავიწყეთ ძალიან აქტიური მუშაობა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ჩვენს პარტნიორებთან და ევროკავშირთან - ბრიუსელში. დაიგეგმა არაერთი საკანონმდებლო ცვლილება; მიმდინარეობს მუშაობა, რომ მოხდეს კრიმინალიზაცია იმ საქმიანობის, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს მოქალაქეების მოტყუებით გადაყვანას და იქ ვითომდა დასაქმებას; მნიშვნელოვანია საინფორმაციო კამპანია, რომელიც მიმართულია თავშესაფრის მაძიებელთა პრობლემატიკაზე. ყველა ქვეყანა, სადაც წარგზავნილია პოლიციის ატაშეები საქართველოდან, პოზიტიურად აფასებს ამ ინსტიტუტს. ასე რომ, შეიძლება ითქვას, ჩვენ შევეცადეთ, რომ ამ გამოწვევებისთვის მყისიერად გვეპასუხა“, - განაცხადა მახარობლიშვილმა.

მისივე თქმით, მიმდინარე ეტაპზე ქართული მხარის მიერ გატარებული ზომები პოზიტიურად შეფასდა და დღეს შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

„თუმცა ეს არ გვაძლევს იმის ფუფუნებას, ჩვენი ძალისხმევა შევაჩეროთ და ევროპელ პარტნიორებთან ერთად არ მოვაგვაროთ ის გამოწვევები, რაც შეგვექმნა ვიზალიბერალიზაციის თვალსაზრისით“, - დასძინა მახარობლიშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები