"ბიუჯეტის თანხებით წავედი მილანში, თმები შევიჭერი... ვიღაცეები დავპატიჟე ბარში" - კალაძემ ხაბეიშვილის კრიტიკას ხუმრობით უპასუხა

"ბიუჯეტის თანხებით წავედი მილანში, თმები შევიჭერი... ვიღაცეები დავპატიჟე ბარში" - კალაძემ ხაბეიშვილის კრიტიკას ხუმრობით უპასუხა

თბილისის მერი კახა კალაძე თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან ხაბეიშვილის ბრალდებებს პასუხობს, რომელიც მერს ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს.

ჟურნალისტების შეკითხვას ხაბეიშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, კალაძემ ხუმრობით უპასუხა:

"ქალაქის ბიუჯეტიდან ავიღე თანხები, წავედი მილანში, ბილეთებში დავხარჯე ბიუჯეტიდან აღებული თანხები... იქ ვიღაცეები დავპატიჟე ბარში, რესტორანში. ესეც ქალაქის ბიუჯეტიდან. მერე თმები შევიჭერი - არ ვიცი მოგწონთ თუ არა. ისე, უბრალოდ წავედი გასართობად, ქალაქის ბიუჯეტით. ჰო, მერე ღამის კლუბშიც ვიყავი" - აღნიშნა კალაძემ ხაბეიშვილის ბრალდებების საპასუხოდ.

მოგვიანებით, თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მანანა თოქმაჯიშვილმა განმარტა, რომ 21-23 თებერვალს, კახა კალაძე რამდენიმე ქვეყანაში პოტენციურ ინვესტორებთან შეხვედრებს მართავდა. მათ შორის, კალაძე ლუქსემბურგში ევროპის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა, პოლონეთში შეხვდა კომპანია "სოლარისის" წარმომადგენლებს საქალაქო ავტობუსების თაობაზე, ხოლო მილანში ის იმყოფებოდა მხოლოდ ერთი საღამო და არანაირი სასტუმროს ხარჯი გაწეული არ ყოფილა. თოქმაჯიშვილის თქმით, კალაძე მილანშიც პოტენციურ ინვესტორებს შეხვდა საქალაქო ტრანსპორტის თაობაზე.

რაც შეეხება ხაბეიშვილის განცხადებას, კახა კალაძე იმყოფებოდა ლუქსემბურგში, მილანსა და ვარშავაში ორ თანმხლებ პირთან ერთად და მათ მიერ მოპოვებული დოკუმენტებით, ეს ვიზიტი ბიუჯეტიდან 14 000 ლარი დაჯდა.

იხილეთ ვიდეო: კახა კალაძე ლევან ხაბეიშვილს ხუმრობით პასუხობს: "ავიღე თანხები, მერე თმები შევიჭერი, არ ვიცი მოგწონთ თუ არა"

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები