"ქართული ოცნების" წევრი ოპოზიციის წარმომადგენლებს: "ბ... ქალებივით ყვირიხართ“

"ქართული ოცნების" წევრი ოპოზიციის წარმომადგენლებს: "ბ... ქალებივით ყვირიხართ“

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტის საჯარო განხილვის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

შეხვედრაზე თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა კალაძეს მოუწოდა, აიღოს პასუხისმგებლობა „ცეხავიკები” შეჭამენ ქალაქს თუ სწორი, ნორმალური გზით განვითარდება თბილისი. პასუხად კახა კალაძემ აღნიშნა, რომ მან მოისმინა ლამაზი სადღეგრძელო.

”ქორწილში არ ვართ. დიახაც, ქალაქს ჰყავს მთავრობა. მერი, რომელსაც პასუხისმგებლობა აქვს და ვიღებთ ამ პასუხისმგებლობას, მივიღებთ თუ არა გენგეგმას. ჩვენ გვაქვს კონცეფცია, რომ თბილისი უნდა იყოს მწვანე ქალაქი. ყველა რეფორმა მიმართულია იმისკენ, რომ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გამოვასწოროთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქალაქი სწორად განვითარდეს და ყველა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა“, – განაცხადა კალაძემ.

ამის შემდეგ კითხვის დასმის უფლება ითხოვა ”ევროპული საქართველოს” წევრმა ელენე ხოშტარიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ ”შეურაცხყოფილია იმ საჯარო სასამართლოთი, რომელიც მერიამ დღეს მოაწყო”. ხოშტარიას გამოსვლა გააწყვეტინა თბილისის მერმა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური პოპულიზმის უფლებას მას არ მისცემდა.

„პოპულიზმი არის თქვენი დამოკიდებულება პროფესიონალების მიმართ. ზრდილობა იქონიეთ ბატონი კახი. ნერვები დაიმშვიდეთ“, – მიმართა ხოშტარიამ კალაძეს, რაზეც თბილისის მერმა უპასუხა:

„ზრდილობა და უზრდელობა თქვენთან მოიკითხეთ. არც კომპეტენცია გაქვთ, არც პროფესიონალიზმი. მივცეთ პროფესიონალებს აზრის გამოთქმის საშუალება. ეს არის თქვენი რეალური სახე”.

იხილეთ ვიდეო: "არ გრცხვენია?! ეს არის ტუტუცი და თავხედი, გვერდზე რომ გეჯდა გააჩუმე ის" - ყველაზე ხმაურიანი მომენტრი თბილისის გენგეგმის განხილვიდან

ხოშტარია რამდენიმე წუთის განმავლობაში ითხოვდა მიეცათ მისთვის კითხვის დასმის უფლება, რისი საშუალებაც მას ღონისძიების მოდერატორმა არ მისცა, რასაც მოჰყვა ”ახალი საქართველოს” ლიდერის, გიორგი ვაშაძის რეპლიკა: „ეს რა დამოკიდებულებაა ეს. მიეცით ელენეს უფლება სიტყვა დაასრულოს“.

სიტყვიერ შელაპარაკებაში საკრებულოს ”ქართული ოცნების” წევრი ვატო შაქარაშვილი ჩაერთო. ”რა არის ეს? ბ... ქალებივით ყვირიხართ“, – მიმართა შაქარიშვილმა გიორგი ვაშაძეს, რასაც მისი აღშფოთება მოჰყვა.

„რა სიტყვებს იყენებს თქვენი თანაგუნდელი?! უხერხულია. როგორ იქცევით? საზღვარი და სტანდარტი აქვს ამ ყველაფერს. რას იგინებით?!“, – მიმართა ვაშაძემ კალაძეს.

წაიკითხეთ: შაქარაშვილმა პირადში მომწერა, თქვენთვის არ მითქვამს ბო**ო - რას წერს "ფეისბუქზე" ელენე ხოშტარია

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები