დოდო გუგეშაშვილი - როდესაც საქმეს ვეცნობოდით, რამდენიმე საინტერესო დეტალი გამოიკვეთა, რაზეც მინდა შს მინისტრი საქმის კურსში ჩავაყენო

დოდო გუგეშაშვილი - როდესაც საქმეს ვეცნობოდით, რამდენიმე საინტერესო დეტალი გამოიკვეთა, რაზეც მინდა შს მინისტრი საქმის კურსში ჩავაყენო

როდესაც საქმეს ვეცნობოდით, რამდენიმე საინტერესო დეტალი გამოიკვეთა, ამასთან დაკავშირებით მინდა შინაგან საქმეთა მინისტრი ჩავაყენო საქმის კურსში, - ამის შესახებ თადარიგის პოლკოვნიკმა დოდო გუგეშაშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსში“ განაცხადა. მისივე თქმით, არანაირი საფუძველი არ აქვს, რომ გამოძიებას არ ენდოს.

"საკმაოდ დიდი დრო გავიდა, თუმცა, შეიძლება არც ისე დიდი დრო იყოს გამოძიებისთვის და ასეთი საზარელი მკვლელობისთვის, რომელიც ცხელ კვალზე ვერ გაიხსნა ობიექტური მიზეზების გამო. ჩემს ადვოკატთან ერთად გავეცანი მასალებს. გამოძიება, შეიძლება ითქვას, სრულად მობილიზებულია, ძალიან ბევრი მიმართულებით მუშაობს. როდესაც საქმეს ვეცნობოდით, ჩემთვის და ჩემი ადვოკატისთვის რამდენიმე საინტერესო დეტალი გამოიკვეთა. ვერ ვიტყოდი, რომ ხელჩასაჭიდი, მაგრამ არის ჩვენთვის საინტერესო გარკვეული დეტალები. ამასთან დაკავშირებით მინდა შინაგან საქმეთა მინისტრი ჩავაყენო საქმის კურსში. არა იმიტომ, რომ გამოძიებას არ ვენდობი. მე ამ დღეებში უკვე მივმართავ ოფიციალურად განცხადებით. მე ვფიქრობ, უფრო მალე და უფრო სწრაფად წავა გამოძიება. არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის, რომ გამოძიებას არ ვენდოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში დროს ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელიც მეჩვენება, რომ უკვე საკმაოდ გავიდა, თუმცა, ისევ ვიმეორებ, რომ გამოძიებისთვის არაა ეს დრო საკმარისი, რომ რეალური შედეგი დაიდოს", - განაცხადა დოდო გუგეშაშვილმა.

თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს 7 თებერვალს, დიღომში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში თავს დაესხნენ. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა დოდო გუგეშაშვილის შვილი, პოლკოვნიკი კი დაიჭრა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ