YouTube-ზე ვიდეორედაქტორი გამოჩნდა

YouTube-ზე ვიდეორედაქტორი გამოჩნდა

ვიდეოჰოსტინგ YouTube-ის ვებ-გვერდზე გამოჩნდა ვიდეორგოლების რედაქტორი. ახალი სერვისი საიტის სტუმრებს საშუალებას აძლევს, განახორციელონ მარტივი მანიპულაციები თავ-თავიანთ ვიდეოზე ისე, რომ არ მიატოვონ საიტი.

ახალი ინსტრუმენტის შესაძლებლობებში ვიდეოს მუსიკალური გაფორმება, ფრაგმენტების შეერთება, დანაწევრება და სხვა სამონტაჟო მანიპულაციები შედის.

YouTube-ის შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, თავისი სიმარტივის გამო, ვერ გახდება სხვა სპეციალიზირებული ვიდეო-რედაქტორების კონკურენტი და ის მეტწილად იმ მომხმარებლებისთვისაა, ვისაც მსგავს პროგრამებთან შეხება არ ჰქონია. მომხმარებლებს, საავტორო უფლებებიდან გამომდინარე, არ აქვთ უფლება სხვის ვიდეორგოლზე განახორციელონ მონტაჟი.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)